რკინიგზით შემოტანილი ტვირთის 41% რუსეთიდან გამოიგზავნა

რკინიგზით შემოტანილი ტვირთის 41% რუსეთიდან გამოიგზავნა

access_time2023-03-02 08:50:24

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს რკინიგზით გადატანილია 14.8 მლნ. ტონა ტვირთი, რაც 21.8 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს. აღნიშნული მოცულობის 12.8 პროცენტი მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 28.6 პროცენტი - საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 58.6 პროცენტი - ტრანზიტზე. 


2022 წელს საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მოცულობის 30.1 პროცენტი ქვეყნიდან გატანილ ტვირთზე მოდის, ხოლო 69.9 პროცენტი - ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე. 


2022 წელს რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 41.1 პროცენტისათვის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს, 21.4 პროცენტისათვის - აზერბაიჯანი, 8.2 პროცენტისათვის - სომხეთი, 5.3 პროცენტისათვის - თურქმენეთი, 4.0 პროცენტისათვის - ბულგართი, ხოლო 4.0 პროცენტისათვის - რუმინეთი.



2022 წელს რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 22.2 პროცენტისათვის დანიშნულების ქვეყანას სომხეთი წარმოადგენს, 9.6 პროცენტისათვის - ყაზახეთი, ხოლო 8.4 პროცენტისათვის - რუსეთის ფედერაცია.


2022 წელს ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 14.9 პროცენტისათვის დანიშნულების ქვეყანას თურქეთი წარმოადგენს, 7.8 პროცენტისათვის - ნიდერლანდები, 6.7 პროცენტისათვის - იტალია, ხოლო 3.5 პროცენტისათვის - ჩინეთი.


2022 წელს ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 25.0 პროცენტისათვის გამომგზავნ ქვეყანას ყაზახეთი წარმოადგენს, 20.7 პროცენტისათვის - თურქმენეთი, 6.6 პროცენტისათვის - რუსეთის ფედერაცია, 6.4 პროცენტისათვის - ბრაზილია, ხოლო 2.4 პროცენტისათვის - ჩინეთი. საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 30.1 პროცენტი მოდის ქვანახშირის, ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფზე, 26.8 პროცენტი - ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე, ხოლო 13.5 პროცენტი - საკვებ პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე. სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განსხვავებულია განაწილება ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში, სადაც 72.5 პროცენტი ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე მოდის, 10.0 პროცენტი - ქვანახშირზე, ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე და ბუნებრივ აირზე, ხოლო 7.5 პროცენტი - სხვა არამეტალურ მინერალურ პროდუქტებზე. რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია ქვანახშირი, ნედლი ნავთობი და ნავთობროდუქტები და ბუნებრივი აირი (42.7 პროცენტი), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (20.1 პროცენტი) და ლითონის მადანი და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეული (12.2 პროცენტი), ხოლო გატანილია ლითონის მადანი და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეული (42.2 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (20.8 პროცენტი), სოფლის მეურნეობის პროდუქტები (13.7 პროცენტი) და სხვადასხვა დასახელების ლითონის ნაწარმი (12.7 პროცენტი). 2022 წელს ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 71.9 პროცენტი სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდის. 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up