რეცესიის შიშის მიუხედავად, 2022 წელს Rolls-Royce-მა მანქანების რეკორდული რაოდენობა გაყიდა, ამის შესახებ CNBC-ს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ტორსტენ მიულერ-ოტვოსმა განუცხადა. მისივე თქმით 500 000 დოლარის ღირებულების ავტომობილებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყო და უარყოფითი გავლენა ბიზნესზე არაფერს მოუხდენია.
2022 წელს Rolls-Royce-მა 6021 მანქანა გაყიდა, რაც 2021 წელთან შედარებით 8% - იანი ზრდაა და ასევე ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომპანიამ მანქანების წლიური გაყიდვებით 6000 - იანი ზღვარი გადალახა.
Rolls-Royce-ისათვის ყველაზე მსხვილი ბაზარი აშშ - ა, სადაც გაყიდვების 35% მოდის, რაც შეეხება ჩინეთს, ნულოვანი კოვიდ პოლიტიკის გამო ჩინეთში მოთხოვნა შემცირებულია, თუმცა სხვა ბაზრებზე ზრდამ, ჩინეთში შემცირება დააკომპენსირა.
კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ კომპანიას ჯავშნები 2023 წლისთვის მთლიანად შევსებული აქვს.