საავტომობილო ბაზარზე 2022 წლის მთავარი იმედგაცრუების ტიტულისთვის ბევრი კანდიდატი იყო, მაგრამ CarsCoops-ის ჟურნალისტებმა სამი მოდელი გამოავლინეს. მათი აზრით, ამ მანქანებს მძღოლების გულის მოგება შეეძლოთ, მაგრამ ვერ მოახერხეს. სამეულში მოხვდა: Subaru Solterra/Toyota bZ4X, Hyundai-ს პიკაპი და Volkswagen ID. Buzz-ი.
Subaru Solterra/Toyota bZ4X
Toyota bZ4X და მისი „ტყუპი ძმა Subaru Solterra იაპონური მწარმოებლის მომავალი იდეოლოგიის განსახიერება უნდა გამხდარიყვნენ. ეს ელექტროკროსოვერი გაყიდვების დაწყებისთანავე უამრავ პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. თავდაპირველად, მყიდველები იმედგაცრუებულნი იყვნენ იმის გამო, რომ სწრაფ დატენას შეიძლება ცივ ამინდში არ ემუშავა, შემდეგ ელექტრომობილის გამოშვება ცუდხრახნიანი ბორბლების გამო გადაიდო.
Hyundai-ს პიკაპი
Hyundai-ის კომპაქტური პიკაპი მყიდველების გულის მოგებას ბიუჯეტური ფასითა და შესანიშნავი აღჭურვილობით შეძლებდა, Ford-ს ახალი თაობის Maverick-ი რომ არ წარედგინა, რომელიც უფრო ეკონომიური და იაფია.
Volkswagen ID. Buzz
Volkswagen-ის ახალ მინივენს ლამაზი დიზაინი აქვს, რომელიც პირველი თაობის Transporter-ის მოდელს ჰგავს, მაგრამ მძღოლების გულის მოსაგებად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. Volkswagen ID პოტენციური მყიდველებისთვის ძალიან ძვირი აღმოჩნდა. მისი ფასი გერმანიაში 64,581 ევროდან იწყება.