2022 წელს 691 000-ზე მეტმა უცხოელმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, რაც 44 000-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. ამის შესახებ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის სტატისტიკაზე დაყრდნობით TASS-ი იტყობინება.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციითვე, გასულ წელს სააგენტომ 141 000-ზე მეტ უცხოელს რუსეთის ფედერაციაში შესვლა აუკრძალა, რაც თითქმის 35 000-ით ნაკლებია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2022 წელს რუსეთის 40-მა მოქალაქემ მოქალაქეობაზე უარი თქვა.