2022 წელს რუსული კომპანიების 33%-მა თანამშრომელთა შტატი შეამცირა. მსხვილ ფირმებს შორის ამ მაჩვენებელმა 44%-ს მიაღწია. ამას მოწმობს HeadHunter-ის კვლევის შედეგები.
ექსპერტებმა გამოჰკითხეს 256 კომპანია, რომლებსაც სხვადასხვა რაოდენობის დასაქმებულები ჰყავდათ.
კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე მეტად მსხვილი კომპანიები დაზარალდნენ. მათი წარმომადგენლები ზარალს უკრაინაში შეიარაღებულ კონფლიქტს, სანქციებსა და მობილიზაციას უკავშირებენ.
გამოკითხულთა 46%-ს მიაჩნია, რომ 2022 წლის მოვლენებმა მათ ბიზნესზე ბევრად მეტი გავლენა მოახდინა, ვიდრე პანდემიამ და კორონავირუსულმა შეზღუდვებმა.