2022 წელს საერთაშორისო ტურიზმი 57%-ით აღდგა - UNWTO

2022 წელს საერთაშორისო ტურიზმი 57%-ით აღდგა - UNWTO

access_time2022-11-19 17:00:26

ამის შესახებ UNWTO-ში სახელმწიფოებთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ბექა ჯაყელმა BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-თან ინტერვიუში განაცხადა და covid-19-ის პანდემიის მიერ ტურიზმის სექტორისთვის მიყენებულ ზარალსა და აღდგენის ტენდენციებზე ისაუბრა.

 

„გლობალურ ტურიზმზე პანდემიის უარყოფითი გავლენა ცალსახაა. 2020 წელს ერთი მილიარდით შემცირდა საერთაშორისო ტურისტების რიცხვი მსოფლიოში და საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობით 1990 წლის დონეს გაუთანაბრდა. კერძოდ, 2020 წელს 2019 წელთან შედარებით საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 1.5 მილიარდიდან 381 მილიონამდე შემცირდა (-74%). აღსანიშნია ისიც, რომ პანდემიამ რისკის ქვეშ დააყენა 100-დან 120 მილიონამდე სამუშაო ადგილი, რომელსაც ტურიზმის სექტორი გლობალურად ქმნიდა და დიდი პრობლემები შეექმნა კერძო სექტორს, განსაკუთრებით, მცირე და საშუალე ბიზნესს სამუშაო ადგილების შენარჩუნების კუთხით.

 

რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, 2022 წლის 7 თვის მონაცემებით, საერთაშორისო ტურიზმი, 2019 წელთან შედარებით, 57%-ით აღდგა. 2020 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მოცულობა 1,3 ტრილიონი დოლარით შემცირდა 2019 წელთან შედარებით. 2021 წელს კი, შემოსავლების მოცულობა 2020 წელთან შედარებით 100-დან 200 მილიარდის ფარგლებში გაიზარდა.

 

რუსეთის აგრესია და უკრაინაში მიმდინარე ომი, რა თქმა უნდა, გარკვეულ რისკებს ქმნის და ჩვენი პროგნოზით, 2022 წლის ბოლოს, 2019 წელთან შედარებით ტურიზმის სექტორში აღდგენა 60%-დან 70%-ის ფარგლებში იქნება“, - განაცხადა ბექა ჯაყელმა და პროგნოზის გასამყარებლად UNWTO-ს პარტნიორი ორგანიზაციის - ევროპის მოგზაურობის კომისიის კვლევა მოიყვანა.


 

„კვლევის თანახმად, ევროკავშირის მოქალაქეები მომდევნო 6 თვის განმავლობაში რეგიონში გეგმავენ დასვენებას ანუ აპირებენ საერთაშორისო საზღვრების გადაკვეთას. 62%-ს შვებულების გატარება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში აქვს დაგეგმილი და ამ 62%-დან მხოლოდ 9% ფიქრობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფაქტორს მათ შვებულებაზე შეიძლება უარყოფითი გავლენა ჰქონდეს. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ბაზარი არის პოლონეთი - პოლონელი ტურისტები, რომლებიც გეგმავენ ევროპის მასტაბით მოგზაურობას. ამდენად, ტურიზმის აღდგენის კუთხით, დამაიმედებელი სურათი გვაქვს“, - აღნიშნა ბექა ჯაყელმა.

 

გარდა ამისა, UNWTO-ში სახელმწიფოებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ტურიზმის აღდგენის შემაფერხებელ ფაქტორებს შორის ასახელებს გლობალურად მაღალ ინფლაციას და ენერგორესურსების გაძვირებას. „გაზრდილი საწვავის ფასი კი აძვირებს ავიაბილეთებს და შესაბამისად, მოგზაურობას“, - ამბობს ის.

 

კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ტურიზმის აღდგენის შემაფერხებელ ფაქტორებზე საუბრისას ბექა ჯაყელმა #რედაქტ2-თან ინტერვიუში გამოყო, covid-შეზღუდვებია, რომელიც ჩინეთში ამ დრომდე მოქმედებს.

 

„ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ დრომდე ძალიან მკაცრი შეზღუდვებია როგორც ჩინელების საზღვარგარეთ გასვლასთან დაკავშირებით, ასევე ჩინეთში მოგზაურობაზე, არადა მოგეხსენებათ, პანდემიამდე ჩინელი ტურისტების წვლილი საერთაშორისო ტურიზმის დანახარჯებში ყველაზე მაღალი იყო. ამდენად, ჩინეთის ბაზარი, ჯერჯერობით, ისევ არაა ხელმისაწვდომი და ყველა განსაკუთრებით ელოდება ამ ბაზრის გახსნას. ვიმედოვნებ, ჩინეთის მთავრობა მიიღებს დროულ გადაწყვეტილებას შეზღუდვების მოხსნაზე და მალე ჩინელი ტურისტები ისევ დაიწყებენ მოგზაურობას. ასევე, უნდა ითქვას, რომ იაპონიამაც ძალიან ცოტა ხნის წინ მოხსნა covid-შეზღუდვები“, - აცხადებს ბექა ჯაყელი.


თეგები:
UNWTO ტურიზმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up