2022 წელს საქართველოდან ექსპორტზე 84.3 მლნ (84,340.02 ათასი) დოლარის ღირებულების ელექტროენერგია გავიდა, რაც 436%-ით მეტია 2021 წელს ექსპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულებაზე.
2021 წელს საქართველომ ექსპორტზე 15,721.71 ათასი დოლარის ღირებულების ელექტროენერგია გაიტანა.
2022 წლის სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, ექსპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულების 94%-ი თურქეთზე მოდის. საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველომ თურქეთის ბაზარზე 79,553.10 ათასი დოლარის ღირებულების ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა.
გასული წლის სტატისტიკის თანახმად, თურქეთის გარდა საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა სომხეთში (4,215.12 ათასი დოლარი), აზერბაიჯანში (570.84 ათასი დოლარი) და რუსეთში (0.97 ათასი დოლარი).
რაც შეეხება ელექტროენერგიის იმპორტს, 2022 წელს საქართველომ 41,153.27 ათასი დოლარის ღირებულების ელექტროენერგია იყიდა, 2021 წლის განმავლობაში კი 47,924.02 ათასი დოლარის ღირებულების იმპორტი განახორციელა. შესაბამისად კლებამ თანხობრივ ჭრილში 14%-ითაა შემცირებული.
რაც შეეხება ელექტროენერგიის იმპორტს, ამ მხრივ მთავარი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია, საიდანაც 2022 წელს 21,237.92 ათასი დოლარის ღირებულების ელექტროენერგიის იმპორტი დაფიქსირდა. არსებული მაჩვენებლების თანახმად კი 2022 წლის განმავლობაში იმპორტირებული (ღირებულებით ნაწილში) ელექტროენერგიის 52% სწორედ რუსეთზე მოდის.