2022 წელს საქართველოში ავტომობილების ექსპორტ-იმპორტი გაიზარდა , სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით 2022 წლის 11 თვეში ავტომობილების აქციზით დაბეგვრიდან ბიუჯეტში 202.4 მლნ ლარის შემოსავალი შევიდა, რაც 20%-ით ანუ 34.1 მლნ ლარით მეტია 2021 წლის 11 თვის მაჩვენებელთან შედარებით. 2021 წელს კი 12 თვეში ავტომობილების განბაჟებისას გადახდილი აქციზის ჯამური მოცულობა 185.3 მლნ ლარი იყო.
საქართველომ 11 თვეში 1.39 მლრდ დოლარის მსუბუქი ავტომობილი შემოიტანა და ზრდამ 66% შეადგინა, რეექსპორტზე კი 7652,8 მლნ დოლარის ავტომობილები გავიდა, რაც შარშანდელ მონაცემებთან შედარებით 82% - ით მეტია.