2022 წელს საქართველოში იმპორტირებული ელექტრომობილების მაჩვენებელი გაორმაგებულია

2022 წელს საქართველოში იმპორტირებული ელექტრომობილების მაჩვენებელი გაორმაგებულია

access_time2022-10-27 10:00:41

„საქსტატის“ მონაცემებით საქართველოში 1,5 მილიონი მანქანაა, აქედან მხოლოდ 0,5 %-ია ელექტრომობილი. როგორც რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „პროფესიონალების“ ეთერში, სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, თორნიკე აფრიაშვილმა განაცხადა, 2022 წელს იმპორტირებული ელექტრომობილების მაჩვენებელი გაორმაგებულია. ჰიბრიდული მანქანების წილი ავტოპარკში 10%-ითაა გაზრდილი და, წინა წლების მსგავსად, ელექტრომობილების რიცხვი იმპორტის საერთო რაოდენობის 1%-ს არ აღემატება.


ქვეყანაში ელექტრომობილები ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოდის, პოპულარულია ასევე აზიური წარმოების მანქანები, რომლებიც უფრო იაფია. მანქანების უმრავლესობა მეორადია, თუმცა შემოდის ახალი მანქანებიც.


„2022 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოში 151 ცალი Tesla შემოვიდა, რაც ძალიან მისასალმებელია. მე მგონი იქითკენ მივდივართ, რომ Prius-ების ქალაქიდან ტესლების ქალაქში აღმოვჩნდებით“, - განაცხადა „ი-სპეისის“ წარმომადგენელმა, გიორგი დავითაიამ რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „პროფესიონალების“ ეთერში.


ელექტრომობილების მთავარ ნაკლად ის მიიჩნევა, რომ სრული დამუხტვის შემდეგ ისინი დიდი მანძილის დაფარვას ვერ ახერხებენ. კომპანია „ი-სპეისის“ დამტენებმა ეს პრობლემა სწრაფი დამტენებით გადაჭრა. მათი დახმარებით ნებისმიერი ელექტრომობილი თბილისიდან ბათუმამდე შეფერხების გარეშე შეძლებს ჩასვლას. 7 ასეთი დამტენი მთავარ მაგისტრალზე, მულტიფუნქციურ ცენტრებშია განთავსებული.



„Nissan Leaf-ი, რომელსაც 24-კილოვატიანი ბატარეა და 7-კილოვატიანი გარდამქმნელი აქვს, დაახლოებით 4 საათში იმუხტება; სწრაფი დამტენით, რომელიც მაგისტრალზე გვაქვს განთავსებული, იგივე Nissan Leaf-ი 28,8 წუთში დაიმუხტება. სწრაფი დამუხტვის საფასური დაახლოებით 10 ლარამდეა“, — განაცხადა გიორგი დავითაიამ „კომერსანტის“ ეთერში.


ამას გარდა, „ი-სპეისმა“ შექმნა აპლიკაცია და ბიზნეს-მოდული, რომელიც  ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს, აპლიკაციაში საკუთარი დამტენი ჩართოს, დააწესოს დამუხტვის საფასური და შემოსავალი მიიღოს.


ელექტრომობილების პოპულარიზაციის საქმეში აქტიურადაა ჩართული სემეკი. როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში თორნიკე აფრიაშვილმა განაცხადა, ელექტრომობილები გათავისუფლებული არიან აქციზის გადასახადისგან.


„სემეკმა მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა გამანაწილებელი ქსელის წესებში, რომელიც ქსელთა მიერთების საკითხს ეხება. დღეის მდგომარეობით გამანაწილებელ ქსელზე მომხმარებლის მიერთება რეგულირდება სემეკის მიერ და შესაბამისი პაკეტის ძაბვის და სიმძლავრის საფეხურის მიხედვით კონკრეტული ფასია დადგენილი. ეს ფასი ელექტრომობილების დამტენი სადგურებისთვის განახევრდა. ელექტრომობილის მძღოლებს ახლა უკვე შეღავათიან ფასად შეუძლიათ ავტომობილის დამუხტვა.


არის ასევე ნეტო აღრიცხვის სისტემა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ელექტრომობილისა და დამტენი სადგურის მფლობელებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ააშენონ განახლებად ელექტროენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგური, რომელსაც ამ ნეტოაღრიცხვის სისტემაში ჩართავენ, რაც სადგურის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გაქვითვას გულისხმობს. ჩვენ ფეხი ავუბით და მივდევთ ევროპულ პრაქტიკას და გამოცდილებას. გვინდა, რომ საქართველოში ელექტრომობილების პოპულარიზაციას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი“,- განაცხადა თორნიკე აფრიაშვილმა.

 

 მაკა ბიბილაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up