საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასულ წელს შვიდი კომერციული ბანკი დააჯარიმა. ბანკების ჯარიმების საერთო მოცულობამ 1.15 მილიონი ლარი შეადგინა.
ყველაზე დიდი ჯარიმა „თიბისი ბანკი“ -მა გადაიხადა, მისი მოცულობა 928 000 ლარი იყო.
სხვა ბანკების ჯარიმების მოცულობა ასეთია:
„ვითიბი ბანკი“ - ჯარიმის მოცულობა 70 000 ლარი;
„კრედო ბანკი“ - ჯარიმის მოცულობა 44 000 ლარი;
„პაშა ბანკი“ - ჯარიმის მოცულობა 38 000 ლარი.
„სილქ როუდ ბანკი“ - ჯარიმის მოცულობა 29 500 ლარი.
„პროკრედიტ ბანკი“ - ჯარიმის მოცულობა 25 000 ლარი;
„ზირაათ ბანკი“ - ჯარიმის მოცულობა: 20 000 ლარი.
ბანკების დაჯარიმების მთავარი მიზეზები შემდეგია:
- შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის შემთხვევის გამო;
- „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის“ მე-6 მუხლითა და კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევის გამო კლიენტთან მიმართებით (დარღვეულია კლიენტის იდენტიფიკაციის წესი);
- „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, „კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ბრძანებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევის გამო (ბანკის მიერ დაირღვა კლიენტის ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის დადგენის მოთხოვნა);
- შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის შემთხვევის გამო;
- ეროვნული ბანკის მიერ ადგილზე შემოწმების შედეგად კომერციული ბანკისათვის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის 1 (ერთი) შემთხვევის გამო.