გასულ წელს შვეიცარიის ფარმაცევტულმა ექსპორტმა რუსეთში რეკორდულ დონეს - 2 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკს მიაღწია. ამის შესახებ შვეიცარიული გამოცემა 20min.ch იუწყება.
„ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში შვეიცარიამ 2,9 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის საქონელი გაიტანა რუსეთში. მათი ორი მესამედი ფარმაცევტული პროდუქტია“, - ნათქვამია ანგარიშში.
შვეიცარიის ოფიციალური საბაჟო მონაცემები გაზეთმა NZZ am Sonntag-მა გააანალიზა, რომელმაც დაასკვნა, რომ შვეიცარიიდან რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებული საქონლის მთლიანი ღირებულება, უკრაინაში შეჭრამდე და სანქციების დაწესებამდე, 2022 წელს 3,5 მილიარდი ფრანკიდან 2,9 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკამდე დაეცა.
მოგეხსენებათ, რომ შვეიცარია ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ 2022 წლის მარტში შეუერთდა, რაც ითვალისწინებს რიგი საქონლის ექსპორტის აკრძალვას. გარდა გაყინული აქტივებისა და მოგზაურობის შეზღუდვებისა, სანქციები ასევე მოიცავს ისეთი საქონლის ექსპორტის აკრძალვას, როგორიცაა იარაღი, ქვანახშირი და ბრენდული საქონელი.