სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა რიცხოვნობამ 178 426 შეადგინა, რომელთაგან 33.3 პროცენტს ქალები შეადგენენ, ხოლო 66.7 პროცენტს - კაცები. სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 70.6 პროცენტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ, 12.8 პროცენტს - ომის მონაწილეები, 12.0 პროცენტს - მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები, 4.4 პროცენტს - სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები, ხოლო 0.2 პროცენტს - სხვა სახის სოციალური პაკეტის მიმღები პირები.
რეგიონების მიხედვით სოციალური პაკეტის მიმღებთა 27.1 პროცენტი თბილისშია, 16.6 პროცენტი იმერეთში, 11.5 პროცენტი აჭარის არ-ში, 9.6 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 35.2 პროცენტია.
2022 წელს, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 369 515 ერთეული შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ - 149 864. რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისშია და 70.9 ათასს შეადგენს, მიმღებთა რაოდენობა კი 36.6 ათასია.