2022 წელს საქართველოში პოს-ტერმინალებით განხორციელებული გადახდების მოცულობა 31%-ით გაიზარდა და 14.45 მილიარდ ლარს მიაღწია. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 11 მლრდ ლარი იყო
გასულ წელს ყველაზე მეტი თანხა, 1,5 მილიარდ ლარი ტერმინალების მეშვეობით დეკემბერში გადაიხადეს, ყველაზე ნაკლები კი 962 მლნ ლარი თებერვალში.
პოს-ტერმინალებით გადახდების ასეთი ზრდა შემდეგმა ფაქტორებმა გამოიწვია: 1. საქართველოს სავაჭრო სექტორის მიერ ტერმინალების უფრო ფართოდ ათვისება; 2. მოსახლეობის დანახარჯებში საბარათე გადახდების ზრდა; 3. ტურიზმის აღდგენა და მიგრანტების ეფექტი.
სებ-ის ინფორმაციით, ქვეყანაში სულ 93 668 საბარათე ტერმინალი არის მოქმედი, რაც წინა წელთან შედარებით 14 000-ით მეტია.