2022 წელს უძრავი ქონების ბაზარი 20-25%-ით - რეკორდულად გაიზარდა - ბესო ორთოიძე

2022 წელს უძრავი ქონების ბაზარი 20-25%-ით - რეკორდულად გაიზარდა - ბესო ორთოიძე

access_time2022-12-29 17:40:14

სამშენებლო კომპანია „არსის“ გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში 2022 წლის შეჯამებისას განაცხადა, რომ წელს უძრავი ქონების სექტორი რეკორდულად, 20-25%-ით გაიზარდა, მაგრამ მომავალ წელს ბაზარზე მოთხოვნა შედარებით დაიკლებს და ზრდა 10%-მდე იქნება.

 

 

„წელი წარმატებული იყო. ყველა მაჩვენებლით გაუმჯობესდა არა მხოლოდ გასული წლის, არამედ პანდემიამდელი მონაცემები. წლის ჭრილში 20-დან 25%-მდე ზრდა იყო და ეს რეკორდული მაჩვენებელია. მომავალი წლიდან პროცესი ბუნებრივ კალაპოტში ჩადგება და თუ რამე სხვა გაუთვალისწინებელმა გარემო ფაქტორებმა არ იქონია გავლენა, ზრდა 10%-ზე მეტი არ იქნება,“ - განაცხადა ბესო ორთოიძემ.

 


„არსის“ გენერალური დირექტორის თქმით, პანდემიამ მომხმარებლის ქცევა შეცვალა, ადამიანები უძრავ ქონებას განიხილავდნენ არა მხოლოდ როგორც საცხოვრებელ ფართს, არამედ როგორც საინვესტიციო აქტივს. ამის ფონზე, რუსეთის აგრესიამ, ომმა და ემიგრანტების ეფექტმა იჯარის ღირებულება გაზარდა. ამას დაემატა ინფლაცია, მაგრამ გაზრდილი ფასების მიუხედავად, მოთხოვნა მაინც გაიზარდა,“ - განაცხადა ბესო ორთოიძემ.

 

 

რაც შეეხება 2023 წელს, „არსში“ ახალი პროექტის დაწყებას არ გეგმავენ. მიმდინარე წელს დაწყებული 2 მასშტაბური პროექტი უნდა დაასრულონ და კომპანიის ზრდა-განვითარებაზე იქნებიან ორიენტირებული.




„ჩვენი პროექტები „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“ და „შენი სახლი ლისზე“ რამდენიმე წელზეა გათვლილი იმიტომ, რომ ისინი ათეულობით ნაგებობისა და კორპუსისგან შედგება. მომავალ წელს ახალი პროექტის დაწყებას არ ვგეგმავთ. მიმდინარე პროექტები საკმაოდ მასშტაბურია, მათ განვითარებას შევეცდებით და ზრდაზე ვიქნებით ორიენტირებული“, - განაცხადა ბესო ორთოიძემ.

 


მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა

 

 

 

 

 

 

 



თეგები:
არსი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up