„2022 წელს ვგეგმავთ სასწრაფო ცენტრის ახალ ადმინისტრაციულ შენობაში გადაყვანას“- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, ქვეყნის მასშტაბით აშენებულია მაღალი სტანდარტის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი, საიდანაც ახლა 5 შენობის აღჭურვის პროცესი მიმდინარეობს:
„სამედიცინო სერვისის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით ცენტრის მიერ მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ავტოპარკის განახლება. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით სასწრაფო და რეფერალური დახმარების 336 ეკიპაჟი მუშაობს.
საქართველოს რეგიონებში აშენებულია 57 მაღალი სტანდარტის სასწრაფო დახმარების ცენტრის შენობა. მიმდინარეობს 5 შენობის აღჭურვის პროცესი. მიმდინარე წელს დავიწყებთ და დავასრულებთ თბილისის ფილიალების რეაბილიტაციას. 2022 წელს ვგეგმავთ სასწრაფო ცენტრის ახალ ადმინისტრაციულ შენობაში გადაყვანას, სადაც ერთიანი რეაგირების და მართვის ცენტრი განთავსდება. გადაუდებელი საჭიროებისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დროული და სამართლიანი ჰოსპიტალიზაციის უზრუნველყოფა. ამ პროცესის უზრუნველყოფის მიზნით შემუშავებულ იქნა პროგრამული უზრუნველყოფის მოდული. რომლის საშუალებითაც ელექტრონული პროგრამის მიხედვით უკვე აპრილის თვიდან ხდება შესაბამისი კლინიკების შერჩევა“, - აღნიშნა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.