ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის ცნობით, 2022 წელს ევროპის ქალაქების აეროპორტებს შორის ყველაზე დატვირთული სტამბოლის აეროპორტი იყო.
ირკვევა, რომ აეროპორტიდან გასულ წელს დღეში საშუალოდ 1156 რეისი სრულდებოდა, რაც პანდემიამდელი ნიშნული იყო.
სტამბოლის აეროპორტთან ერთად ლიდერობს ამსტერდამის აეროპორტი 1140 ფრენით ; პარიზის —1122 რეისი, ფრანკფურტი 1048, ლონდონი კი 1042 ფრენა.
სტამბოლის ახალი აეროპორტი 2018 წელს გაიხსნა და სრულად ოპერირება ერთი წლის შემდეგ დაიწყო. აეროპორტს წლიურად 90 მლნ მგზავრის გატარება შეუძლია, თუმცა სრულად ამუშავების შემდეგ 200 მლნ მგზავრსაც მოემსახურება. აეროპორტის მშენებლობის ოთხივე ფაზის დასრულება 2028 წელს იგეგმება.