სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2022 წელს 56.5 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 526.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 26.3 პროცენტია.
მეორე ადგილზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 406.9 მლნ. აშშ დოლარით (20.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე - წყალმომარაგების და ნარჩენების მართვის სექტორი 197.0 მლნ. აშშ დოლარით (9.9 პროცენტი).