PMCG-ის კონსულტანტი გიორგი ბრეგაძე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ინფო გრაფიკას აქვეყნებს. მონაცემებით ირკვევა, რომ 2022 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან განხორციელდა. სარფის საზღვარი 1 059 000-მა ვიზიტორმა გადმოკვეთა. მეორე ადგილზეა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც 1 040 729 ვიზიტორს მოემსახურა. ამავე პერიოდში 844 000-ზე მეტი ვიზიტორი ყაზბეგის, ხოლო 704 000 სადახლოს გავლით გადაადგილდებოდა.
რაც შეეხება ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებს, 264 021 ვიზიტორს მოემსახურა ბათუმის, ხოლო 231 566-ს ქუთაისის აეროპორტი. ყველაზე ცოტა, დაახლოებით 42 000 ადამიანს, გუგუთის სასაზღვრო გამშვები პუნქტი მოემსახურა.