2022 წლის 10 უმსხვილესი ბიზნეს-გარიგება

2022 წლის 10 უმსხვილესი ბიზნეს-გარიგება

access_time2023-01-09 19:45:24

2022 წლის პირველ ნახევარში კომპანიების შერწყმა-შთანთქვის (Mergers and Acquisitions-M&A) ბაზარზე გამოცხადებული გარიგებების მოცულობა 34%-ით შემცირდა და 2,81 ტრლნ დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა 2021 წელი M&A-ს გლობალური ბაზრისთვის რეკორდული 5,7 ტრლნ დოლარით დასრულდა. ამის შესახებ Refinitiv-ის მონაცემებში წერია.

 

 

ასეთი ვარდნა 2009 წლის შემდეგ ჯერ არ დაფიქსირებულა. მაშინ M&A-ს ბაზარი გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე 42%-ით დაეცა.

 

 

ვითარება არც 2022 წლის მეორე ნახევარში გაუმჯობესებულა. The Wall Street Journal-ის (WSJ) მონაცემებით, 2022 წელს გამოცხადებული შერწყმა-შთანთქვის მოცულობა 35%-ით, 3,55 ტრლნ დოლარამდე შემცირდა. M&A-ს გლობალური ბაზარზე, 2021 წლის მსგავსად, ყველაზე აქტიური მაღალტექნოლოგიური სექტორი იყო, რომლის გარიგებების მოცულობამ 894 მლრდ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა ჯანდაცვა - 326 მლრდ დოლარით, შემდეგ ფინანსები - 284 მლრდ დოლარით და ბოლოს, უძრავი ქონება - 282 მლრდ დოლარით.

 

 

WSJ-ის მიხედვით, ყველაზე დიდი გარიგებების ტოპ 10-ეული ასეთია:

 

 

1.Microsoft კომპიუტერული თამაშების დეველოპერ Activision Blizzard-ს ყიდულობს - გარიგების თანხა - 68,7 მლრდ დოლარი;


 

2. ჩიპების ამერიკული მწარმოებლის, Broadcom-ის მიერ ღრუბლოვანი გამოთვლების ლიდერი დეველოპერის, VMWare-ს შესყიდვა - 61 მლრდ დოლარი;

 

3. ილონ მასკის მიერ Twitter-ის შეძენა - 44 მლრდ დოლარი;

 

4. უმსხვილესმა ინდურმა ბანკმა, HDFC-მა თავისი აქციონერის, Housing Development Finance Corp-ის შესყიდვა გამოაცხადა - 40 მლრდ დოლარი;

 

5. ამერიკული ბიოფარმაცევტული კომპანია, Amgen წამლების მწარმოებელ Horizon Therapeutics-ს ყიდულობს - 27,8 მლრდ დოლარი;

 

6. მსოფლიოში საწყობების უმსხვილესი ოპერატორი, ProLogis იმავე სექტორის ოპერატორ Duke Realty-ს ყიდულობს - 26 მლრდ დოლარი;

 

7. საინვესტიციო Blackstone ნიდერლანდურ ლოგისტიკურ კომპანია Mileway-ს თავისივე ინვესტორებზე ყიდის, რომელიც საწყობებსა და „ბნელ სამზარეულებს“ (dark kitchen) ამუშავებს - 23,81 მლრდ დოლარი;

 

8. საცალო ამერიკული მოვაჭრე Kroger, რომელიც Walmart-ის შემდეგ მეორეა, რეიტინგში მეოთხე ადგილზე მყოფ სუპერმარკეტების ქსელ Albertsons-ს ყიდულობს - 24,77 მლრდ დოლარი;

 

9. პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი, Adobe 2012 წელს შექმნილ სტარტაპ Figma-ს ყიდულობს, რომელიც რეალური დროის რეჟიმის დიზაინს ღრუბლოვანი პროგრამებით უზრუნველყოფს - 20 მლრდ დოლარი;

 

10. ჯანდაცვის პროდუქტების მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებელი, Johnson & Johnson (J&J) სამედიცინო იმპლანტების მწარმოებელ Abiomed-ს ყიდულობს - 18,99 მლრდ დოლარი

 

  

bpn





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up