2022 წლის 8 უმდიდრესი იტალიელი მოდის დიზაინერი

2022 წლის 8 უმდიდრესი იტალიელი მოდის დიზაინერი

access_time2022-05-22 22:00:32

ხელოვნება, დიზაინი და არქიტექტურა დიდი ხანია იტალიის სავიზიტო ბარათებია მსოფლიოში. როგორც მოდის სფეროს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა მსოფლიოში, მას აქვს მნიშვნელოვანი ფიგურების, შესანიშნავი დიზაინისა და შოუების მდიდარი ისტორია.

ეს ყველაფერი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, “მარშალის გეგმის“ ფარგლებში აშშ-ს დახმარებით დაიწყო, როდესაც იტალიამ მოდის სახლების ინდუსტრია განავითარა. საოჯახო ტექსტილის ბიზნესი წახალისდა და იტალიელმა დიზაინერებმა ბრენდების წარმოება დაიწყეს, რომლებიც გამოხატავდნენ ბრწყინვალებას მათ შემოქმედებით შესაძლებლობებში.

ბევრი იტალიელი დიზაინერი, მისი გამორჩეული ნიჭის წყალობით მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ისინი ხშირად ჩნდებიან თქვენი საყვარელი მოდის ჟურნალებისა და რედაქციების გარეკანებზე. უფრო მეტიც, მათ ასევე მოიპოვეს მილიარდობით დოლარი.

წარმოგიდგენთ რვა უმდიდრეს იტალიელ მოდის დიზაინერს:

Giorgio Armani- 6,5 მილიარდი დოლარი

Giorgio Armani არის გლობალური ბრენდი მამაკაცის მაღალი კლასის ტანსაცმლის სფეროში, რომელმაც ბრენდში მკაცრი ესთეტიკა დაამკვიდრა.

არმანიმ თავის დროზე მიატოვა სამედიცინო სკოლა, რათა სამხედრო სფეროში ემსახურა. შემდეგ კი La Rinascente უნივერმაღში დეკორატორად მუშაობდა. მოგვიანებით, მუშაობდა დიზაინერად ნინო სერუტისთვის, სანამ 1970-იანი წლების შუა პერიოდში ბიზნეს პარტნიორის - სერჯო გალეოტის დახმარებით, საკუთარ ლეიბლს დააარსებდა.

მას შემდეგ, რაც მას სთხოვეს შეექმნა კოსტუმის დიზაინი, რომელიც მსახიობ რიჩარდ გირს ეცვა, არმანის წარმატებამ პიკს მიაღწია. დიდი ხანი არ გასულა, რაც მისი კომერციული საქმიანობა გასცდა კოსტიუმებს და მოიცა თითქმის ყველა სფერო - სპორტული ტანსაცმლიდან ინტერიერის დიზაინამდე და უძრავ ქონებამდე.

Miuccia Prada - 4,7 მილიარდი დოლარი

რას ჩაიცვამდა ეშმაკი, პრადა რომ არ ყოფილიყო?

1913 წელს მარიო პრადას მიერ დაარსებული ბრენდი Prada უდავოდ არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახელი მოდის ინდუსტრიაში. Miuccia Prada, ბრენდის წამყვანი დიზაინერი და თანა-აღმასრულებელი დირექტორი ნამდვილი ტორნადო იყო საქმიანობაში.

მან საოჯახო ბიზნესი 1977 წელს თავის ძმასთან, ალბერტოსთან და მარინა პრადასთან ერთად დაიწყო. თავდაპირველად ისინი წყალგაუმტარ ზურგჩანთებს ამზადებდნენ. შემდეგ კი, როდესაც დაქორწინდა, მის ქმართან პატრიციო ბერტელთან ერთად ახალი ხაზის გამოშვება დაიწყო. პატრიციო იმ დროს მართავდა ძვირად ღირებულ ტყავის კომპანიას. მისი სადებიუტო პროდუქტი, შავი ნეილონის ჩანთა ვერცხლის სამკუთხა ეტიკეტით იყო მათი პირველი მთავარი კომერციული ჰიტი.

როგორც კომპანია იზრდებოდა, მათ დაიწყეს სხვა ბიზნესების შეძენა.

Patrizio Bertelli - 4,7 მილიარდი დოლარი


Patrizio Bertelli -ის (პატრიციო ბერტელი) სიმდიდრემდე კარიერის დასაწყისში იყო მოკრძალებული ქარხანა ქალაქ არეცოში, რომელიც ისეთ ტყავის აქსესუარებს აწარმოებდა, როგორიცაა ქამრები, ჩანთები და სხვა. 1977 წელს მიუჩიასთან შეხვედრის შემდეგ, ის შეუერთდა პრადას საოჯახო ბიზნესს და თანამშრომლობამ შეცვალა ისტორიის კურსი.

Miuccia-ს და Bertelli-ის ბიზნესში ღრმა კრეატიულობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა Prada-ს ბრენდის გაფართოებაში. ერთად მუშაობით, კომპანია გაიზარდა და გახდა გლობალური მოდის გიგანტი.

Valentino Garavani- 1,5 მილიარდი დოლარი

ვალენტინო გარავანმა მოდის ინდუსტრიაში მოღვაწეობა შეგირდობით დაიწყო. იგი დეიდას ეხმარებოდა. როდესაც ვალენტინომ პარიზში სწავლა დაასრულა, მოდის სახლის გასახსნელად რომში დაბრუნდა.

1962 წელს ვალენტინომ წამოიწყო თავისი პირველი ხაზი და ნელ-ნელა რეპუტაციის მოპოვება მთელს მსოფლიოში შეძლო. ბელგიის დედოფალი პაოლა, ინგლისის პრინცესა მარგარეტი, ოდრი ჰეპბერნი და ჟაკლინ კენედი მას ყველაზე სასურველ დიზაინერად თვლიდნენ.

მალე ვალენტინოს შემოქმედება მიჩნეული იქნა იტალიური მაღალი მოდურის მწვერვალად.

Stefano Gabbana- 1,2 მილიარდი დოლარი

Dolce & Gabbana - ცნობილი როგორც D&G, არის დელუქს მოდის სახლი, რომელიც განიხილება, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ბრენდი. სტეფანო გაბანა Dolce & Gabbana-ს მილანური ნახევარია. ის სწავლობდა ხელოვნებასა და გრაფიკას, მაგრამ მოგვიანებით გადაწყვიტა უარი ეთქვა მხატვრის კარიერაზე და ძალები მოდის ინდუსტრიაში მოესინჯა. 1993 წელს, მადონამ Dolce & Gabbana-ს დაუკვეთა კოსტიუმები, რომლებსაც Girlie ტურნეზე ჩაიცვამდა.

მომდევნო წლებში კომპანიამ მოიპოვა ფენომენალური წარმატება და აღიარება გლობალური მასშტაბით.

Domenico Dolce - 1,2 მილიარდი დოლარი

Dolce & Gabbana-ს დუეტში დომენიკო დოლჩე სიცილიელი ნახევარია.

მისი მამა პროფესიით მკერავი იყო, რამაც პატარა დომენიკოში თავიდანვე გამოიწვია დიდი ინტერესი მოდის სფეროში. სტუდენტობისას იგი საცხოვრებლად გადავიდა მილანში, სადაც სამუშაო დიზაინის სტუდიაში იპოვა.

ის და სტეფანო გაბანა ერთმანეთს 1980 წელს ღამის კლუბში შეხვდნენ და მალევე დააარსეს Dolce & Gabbana.

Roberto Cavalli - 500 მილიონი დოლარი

1940 წელს, ფლორენციაში დაბადებული რობერტოს კარიერა დაიწყო 1970 წელს, მაგრამ 1990 წლამდე მასზე ცოტამ თუ იცოდა რამე.

დროტა განმავლობაში მან დახვეწა მიდგომები მისი ლეიბლის მიმართ- ახლა ბრენდს კრეატიული დირექტორი პოლ სურრიჯი უძღვება.

Donatella Versace - 400 მილიონი დოლარი

დონატელა არის ცნობილი დიზაინერის ჯანი ვერსაჩეს უმცროსი და. მან ჯანის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ 1997 წელს, ბრენდი Versace მემკვიდრეობით მიიღო. დონატელა მუშაობდა Versace -ს აღმასრულებელ დირექტორად, მთავარ შემოქმედებით ოფიცრად და სამხატვრო ხელმძღვანელად.

2018 წელს მან შეასრულა მთავარი როლი კომპანიის გაყიდვაში განსაცვიფრებელი 2,12 მილიარდ დოლარად. გასაკვირია, რომ იმავე წელს, იგი გახდა პირველი ქალი, რომელმაც მოიპოვა წლის დიზაინერის ტიტული "GQ" Men Awards-ზე.

წყარო : therichest.com,   "ბიზნესპრესნიუსი"





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up