2022 წლის აგვისტოში ჩატარდა სახაზინო ვალდებულებების 4 აუქციონი ჯამური გამოშვებით 228 მლნ ლარი. საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 9.833% შეადგინა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოშვებულ იქნა 6 და 12 თვის ვადიანობის სახაზინო ვალდებულებები; 2 და 5 წლის ვადიანობის სახაზინო ობლიგაციები. სულ კი დაიფარა 148 მლნ ლარის მოცულობის ფასიანი ქაღალდები.
2022 წლის 31 აგვისტოსთვის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელის 21.27% ფორმირებული არის იმ ფასიანი ქაღალდებით, რომელთა დაფარვის ვადა დგება მომავალი 1 წლის განმავლობაში.
მოთხოვნის კოეფიციენტი ივლისის თვის მაჩვენებელთან (2.67) შედარებით მცირედით შემცირდა და 2.48 შეადგინა.