IDC-ის მონაცემებით, 2022 წლის ბოლო კვარტალში პერსონალური კომპიუტერების გაყიდვები პროგნოზებზე დაბალი იყო. აღნიშნულ პერიოდში სხვადასხვა კომპანიამ 67,2 მილიონი კომპიუტერი გაყიდა, რაც 2021 წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით 28,1%-ით ნაკლებია.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პანდემიური ბუმი ბაზარზე დასრულდა, თუმცა მიუხედავად მეოთხე კვარტლის ვარდნისა, 2022 წელს საერთო ჯამში პერსონალური კომპიუტერების გაყიდვები პანდემიამდელ დონეზე მაინც მაღალია და 292,3 მილიონს შეადგენს, რაც 2021 წელთან შედარებით 16,5% - ით მაღალია.
2022 წელს გაყიდვების ლიდერები იყვნენ Lenovo, HP Inc. Dell Technologies. Apple კი ერთადერთი კომპანიაა, რომლის გაყიდვები 2,5%-ით გაიზარდა.