2022 წლის ეკონომიკური პროგნოზები

2022 წლის ეკონომიკური პროგნოზები

access_time2022-02-05 10:00:11

კორონავირუსის ახალი ტალღა, ფრაგმენტული აღდგენა, მოსალოდნელზე მაღალი ინფლაცია, მზარდი ვალი და შემოსავლების უთანასწორობა – 2022 წელი, როგორც ჩანს, გამოწვევებით სავსე იქნება. გასული წლის ძლიერი აღმასვლის შემდეგ გლობალური ეკონომიკა მკაფიოდ გამოხატული შენელების ფაზაში შედის.


ახალი ფაქტორების გამო საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პერსპექტივა 0.5 პუნქტით, 4.4%-მდე შეამცირა. უფრო პესიმისტურია მსოფლიო ბანკის მოლოდინი – წელს ზრდა 4.1% იქნება.


„იმ დროს, როდესაც ბევრ განვითარებად ქვეყანაში მთავრობებს არ აქვთ მანევრირების შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, ეკონომიკური საქმიანობის მხარდასაჭერად, COVID-19-ის ახალი შტამების გამოჩენას, მიწოდების ჯაჭვში არსებულ პრობლემებს, ინფლაციის წნეხსა და მომატებულ ფინანსურ მოწყვლადობას მსოფლიოს დიდ ნაწილში ვარდნის რისკის გაზრდა შეუძლია“, – აცხადებენ მსოფლიო ბანკში.


IMF-ის ახალი პროგნოზი სხვადასხვა რეგიონისთვის 


გაუარესდა ინფლაციური მოლოდინებიც. ენერგორესურსებზე ფასების ზრდის, ასევე, წარმოებასა და მიწოდებაში მუდმივი შეფერხების გამო, უფრო მაღალი და ხანგრძლივი ინფლაციის მოლოდინია. გაურკვევლობაა ნავთობის ბაზარზე. Brent მარკის ნავთობის ფიუჩერსები $91 ღირს (28.01), ფასის $120-მდე გაზრდას ელის Bank of America, რასაც ნეგატიური გავლენა ექნება სხვა სასაქონლო ჯგუფებზეც.


ახალი შეფასებით, განვითარებულ ქვეყნებში ინფლაცია საშუალოდ, 3.9%, განვითარებადში კი 5.9% იქნება. ინფლაციის ტემპი კლებას არა 2022 წლიდან, არამედ 2023 წლიდან დაიწყებს.


ეკონომიკაზე გავლენას ახდენს გეოპოლიტიკური დაძაბულობა, რაც, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის ენერგომომარაგებას, საერთაშორისო ვაჭრობასა და პოლიტიკურ თანამშრომლობას. გახშირდა სოციალური მღელვარებებიც. სხვადასხვა ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლებია პროდუქტებსა და ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის გამო.


არც გლობალურ ვაჭრობაშია ზრდის მოლოდინი. IMF-ის შეფასებით, 2022-2023 წლებში ვაჭრობა შენელდება. მაგრამ თუ 2022 წელს პანდემიის გავლენა შემცირდება, მიწოდების ჯაჭვში შეფერხებაც აღმოიფხვრება. კვლავ შემცირებული იქნება ტურიზმი.


ტენდენციები აშშ-ის ეკონომიკაში და გავლენა მსოფლიოზე



ნეგატიურია აშშ-ის ეკონომიკის ტენდენციებიც. IMF-ის პროგნოზით, ამერიკის ეკონომიკა 2022 წელს 4%-ით უნდა გაიზარდოს, 2023 წელს – 2.6%-ით.


ქვეყანა ბოლო 40 წლის განმავლობაში რეკორდულ ინფლაციას ებრძვის – დეკემბერში სამომხმარებლო კალათა 7%-ით გაძვირდა. ტემპის შესანელებლად აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა (FED) მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისთვის ემზადება. მთავარი განაკვეთი, რომელიც წლებია 0-0.25%-ის ნიშნულზეა, სავარაუდოდ, მარტში გაიზრდება. 2022 წლის ბოლოსთვის კი, შესაძლოა, 0.75-1.00% დიაპაზონში იყოს. დაანონსებულია აქტივების შესყიდვის პროგრამის ვადაზე ადრე დასრულებაც.


საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკვე გააფრთხილა განვითარებადი ეკონომიკები, რომ FED-ის გადაწყვეტილების გამო ფინანსურ ბაზრებზე ტურბულენტობისთვის მოემზადონ. მოსალოდნელია რყევები ფინანსურ ბაზრებზე, კაპიტალის გადინება და ვალუტების გაუფასურება; ასევე, სესხების გაძვირება მთელ მსოფლიოში. განვითარებადი ქვეყნების პასუხი სწრაფი და ყოვლისმომცველი უნდა იყოს. 


საპროცენტო განაკვეთების მატებასთან ერთად დაბალშემოსავლიან ქვეყნებს, რომელთა 60% უკვე რისკის ქვეშ იმყოფება, გაუჭირდებათ ვალების მომსახურება. G20-ის საერთო ჩარჩო უნდა განახლდეს, რათა დროულად მოხდეს ვალების რესტრუქტურიზაცია. ბოლო 2 წელი ადასტურებს, რომ ეს კრიზისი სხვას არ ჰგავს. პოლიტიკის შემქმნელებმა ფრთხილად უნდა აკონტროლონ ეკონომიკური მონაცემების ფართო სპექტრი. მოემზადონ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის და შეცვალონ პოლიტიკა მოკლე დროში“, – ამბობს სავალუტო ფონდის კვლევის დეპარტამენტის ეკონომიკური მრჩეველი და დირექტორი გიტა გოპინათი.


მშპ-ის ზრდის პროგნოზი/2022 

  • გერმანია – 3.8%
  • საფრანგეთი – 3.5%
  • დიდი ბრიტანეთი – 4.7%
  • ჩინეთი – 4.8%
  • რუსეთი – 2.8%


რა ხდება ჩინეთში?

მსოფლიო ეკონომიკის პროგნოზის შემცირების მეორე ფაქტორია ჩინეთი. თუ 2020-ს არ ჩავთვლით, წელს ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ზრდა იქნება (4.8%). ზრდას აფერხებს ჩინეთის უძრავი ქონების სექტორში კლება და კერძო მოხმარების მოსალოდნელზე ბევრად ნელი აღდგენა. ნულოვანი COVID სტრატეგია ეკონომიკაში დამატებით შეზღუდვებს ქმნის, რასაც გადაცემის ეფექტი აქვს ნედლეულის ექსპორტიორებსა და განვითარებად ბაზრებზე. 


რეგიონი და საქართველო 

საქართველოში ეკონომიკაზე გავლენას, პანდემიის წნეხთან ერთად, რეგიონში მზარდი დაძაბულობაც ქმნის.  


მსოფლიო ბანკის პროგნოზითევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3%-მდე შემცირდება. საქართველოში ზრდა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი – 5-5.5% იქნება. ზრდის შენელების რისკებს შორისაა ინფლაცია და მისგან გამოწვეული მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. დაბალი ვაქცინაციის ფონზე კი, COVID-19-ის ინტენსიური გავრცელება ეკონომიკისთვის კვლავ გამოწვევაა. 


სხვადასხვა ორგანიზაციის შეფასებებს თუ შევადარებთ, საქართველოში წელს ზრდა 5-6%-ის დიაპაზონში იქნება. ზრდის მამოძრავებელი კი, ტურიზმის აღდგენა უნდა გახდეს. ინფლაცია წლის პირველ ნახევარში ისევ მაღალი იქნება და კლებას მხოლოდ 2022 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს.


მაღალ გაურკვევლობასთან ერთად, კიდევ ერთი გამოწვევა რუსეთ-უკრაინის ფაქტორია. რუსეთის მიერ უკრაინასთან საომარი მოქმედებების წამოწყებას ქვეყანაზე პირდაპირი და ირიბი გავლენა ექნება. 


თიბისი კაპიტალის მონაცემებით, უკრაინის წილი ექსპორტში, ტურიზმში, გზავნილებსა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 6.8%-ია, რუსეთის – 14.1%. საექსპორტო ბაზრებს შორის რუსეთს მე-2, უკრაინას მე-5 ადგილი უჭირავს. რუსეთის წინა კრიზისებმა დაადასტურა, რომ პრობლემებს რეგიონის ქვეყნებზე გადაცემითი ეფექტი აქვს. კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში, გავლენა საქართველოს საექსპორტო და პარტნიორ ქვეყნებზე მნიშვნელოვანი იქნება.


მთავარი პანდემიის კონტროლია

საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები ცხადყოფს, რომ მსოფლიო ეკონომიკის წინაშე მდგარი მრავალი სირთულის გადასაჭრელად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პანდემიის კონტროლია – გაიზარდოს ვაქცინებზე, ტესტებსა და ანტივირუსულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გლობალური ძალისხმევით.


„არჩევანი, რომელსაც პოლიტიკის შემმუშავებლები მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში გააკეთებენ, მომდევნო ათწლეულის კურსს გადაწყვეტს. გადაუდებელი პრიორიტეტი უნდა იყოს ვაქცინის ფართო და თანასწორი გამოყენების უზრუნველყოფა ისე, რომ პანდემია კონტროლის ქვეშ მოექცეს. მაღალი ვალის პირობებში გლობალური თანამშრომლობა აუცილებელი იქნება ფინანსური რესურსების ზრდის ხელშესაწყობად განვითარებად ქვეყნებში, რომ მათ უზრუნველყონ მწვანე, მდგრადი და ინკლუზიური განვითარება“, – ამბობს მარი პანგესტუ, მსოფლიო ბანკის მმართველი დირექტორი განვითარების პოლიტიკისა და პარტნიორობის მიმართულებით


წყარო: Business Feed




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up