2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9.2%-მდე გავზარდეთ - Galt&Taggart

2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9.2%-მდე გავზარდეთ - Galt&Taggart

access_time2022-08-01 21:00:32

2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9.2%-მდე გავზარდეთ საბაზისო სცენარში, წინა 7.6%-დან. აღნიშნულ პროგნოზში მე-4 კვარტალში ვპროგნოზირებთ ზრდის შენელებას გლობალური ზრდის მოსალოდნელი შენელებიდან გამომდინარე, — ამის შესახებ Galt&Taggart-ის კვირის მიმოხილვაშია აღნიშნული.


ორგანიზაციის პროგნოზით, თუ ძლიერი საგარეო შემოდინებების დინამიკა წლის ბოლომდე გაგრძელდა, წლის მე-2 ნახევარში გლობალური ზრდის შენელების მიუხედავად, ოპტიმისტურ სცენარში საქართველოს ეკონომიკური ზრდა 10.6% იქნება.


„საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის ივნისში საქართველოს რეალური მშპ-ის წლიურმა ზრდამ 7.2% შეადგინა, წინა თვის 11.6%-იანი ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 10.5%-ით გაიზარდა. ფაქტიური და მიმდინარე მონაცემების გათვალისწინებით, 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9.2%-მდე გავზარდეთ საბაზისო სცენარში, წინა 7.6%-დან. აღნიშნულ პროგნოზში მე-4 კვარტალში ვპროგნოზირებთ ზრდის შენელებას გლობალური ზრდის მოსალოდნელი შენელებიდან გამომდინარე. თუმცა, თუ ძლიერი საგარეო შემოდინებების დინამიკა წლის ბოლომდე გაგრძელდა, წლის მე-2 ნახევარში გლობალური ზრდის შენელების მიუხედავად, ოპტიმისტურ სცენარში საქართველოს ეკონომიკურ ზრდას 10.6%-ზე ვპროგნოზირებთ. ივნისში ზრდა დაფიქსირდა მასპინძლობის, ტრანსპორტის, სამთომოპოვებითი მრეწველობის და კომუნიკაციების, ხოლო შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის და უძრავი ქონების დარგებში“,  აღნიშნულია მიმოხილვაში.



Galt&Taggart-ის მიმოხილვაში საუბარია საბანკო სექტორზეც. მათი ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები წლიურად 11.3%-ით გაიზარდა 2022 წლის ივნისში (+1.2% თ/თ), წინა თვის 9.1%-იანი ზრდის შემდეგ, და 43.7 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების წლიური ზრდა 17.4%- მდე დაჩქარდა 2022 წლის ივნისში, წინა თვეში დაფიქსირებული 13.1%- იანი ზრდის შემდეგ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით და 38.3 მლრდ ლარი შეადგინა.


„გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების პორტფელის წლიურმა ზრდამ ივნისში 18.7% შეადგინა (+2.1% თ/თ), მაისის 18.1%- იანი ზრდის შემდეგ. სექტორების მიხედვით, ივნისში გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, კორპორატიული დაკრედიტების წლიური ზრდა 16.9%-მდე დაჩქარდა, წინა თვის 15.7%-იანი ზრდის შემდეგ, ხოლო საცალო დაკრედიტება წლიურად, უცვლელად, 20.4%-ით გაიზარდა. ამასთან, იპოთეკური სესხების პორტფელის წლიური ზრდა 14.2% იყო ივნისში, წინა თვის 13.9%-იანი ზრდის შემდეგ. 2022 წლის ივნისში სესხების დოლარიზაცია 48.3%-მდე შემცირდა (-4.06პპ წ/წ და -0.39პპ თ/თ), ხოლო უმოქმედო სესხებმა 1.9% (-0.36პპ წ/წ და -0.08პპ თ/თ) შეადგინა.


ვალუტების მიხედვით, ივნისში დაჩქარდა როგორც ლარის, ისე უცხოური ვალუტის დეპოზიტების წლიური ზრდა, რომელმაც, შესაბამისად, 16.6% (11.8% წ/წ იყო წინა თვეში) და 17.9% (13.9% იყო წინა თვეში) შეადგინა გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით. ამასთან, ივნისში დეპოზიტების დოლარიზაცია 57.9%- მდე შემცირდა (-2.08პპ წ/წ და -0.21პპ თ/თ)“,  ნათქვამია ყოველკვირეულ მიმოხილვაში. 

თეგები:
Galt&Taggart



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up