2022 წლის IV კვარტალში ევროკავშირში 3.2 მილიონმა უმუშევარმა (2022 წლის III კვარტლის არსებულ უმუშევართა 24.5%-მა) იშოვა სამუშაო, დაუსაქმებელი 6,7 მილიონი (51,1%) დარჩა. ინფორმაციას ევროსტატი ავრცელებს.
2022 წლის III კვარტალში დასაქმებულთაგან 2.5 მილიონი (1.2%) უმუშევართა კატეგორიაში გადავიდა IV კვარტალში და 5.0 მილიონი (2.5%) გავიდა სამუშაო ძალიდან.
ამას გარდა, 5.2 მილიონი (4.4%) ადამიანი, რომელიც დასაქმებულად არ ითვლებოდა - დასაქმდა, ხოლო 3.7 მილიონი (3.2%) - უმუშევარი დარჩა.