2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით, პირველად ინდექსის ისტორიაში, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია - მიხეილ დუნდუა

2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით, პირველად ინდექსის ისტორიაში, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია - მიხეილ დუნდუა

access_time2023-04-14 19:30:12

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა აცხადებს, რომ 2022 წელს კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალურ აზიის რეგიონში ლიდერობს და პირველად ინდექსის ისტორიაში, ევროპის საუკეთესო ოცეულშია. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

„საქართველო 180 ქვეყანას შორის 4 ადგილით დაწინაურდა, შეფასების ქულა გაიუმჯობესა, 41-ე ადგილს იკავებს და ბოლო 7 წელია, ინარჩუნებს პოზიციას საუკეთესო ქვეყნების 25 პროცენტში. ჩვენი ქვეყანა ევროპის საუკეთესო ოცეულში 20-ე ადგილზეა იტალიასთან, სლოვენიასა და ჩეხეთთან ერთად თანაბარი 56 ქულით. საქართველო პირველ ადგილზეა შავიზღვისპირეთში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაშიც“, – აცხადებს მიხეილ დუნდუა.

 

მისი თქმით, „მექრთამეობის რისკის მატრიცის“ მიხედვით, ანუ მექრთამეობის რისკის სიმცირით, 2022 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული კვლევით, საქართველო მსოფლიოს 197 ქვეყანას შორის 33-ე ადგილზეა.

 

„საქართველო რეიტინგში უთანაბრდება ჩეხეთს და უსწრებს ევროკავშირის და ნატო-ს წევრ 14 სახელმწიფოს. საქართველო პირველ ადგილზეა კავკასიასა და შავიზღვისპირეთში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამორჩება მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებს. საქართველოს რეიტინგში მკვეთრად ჩამორჩება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ყველა ქვეყანა,“ – აცხადებს მიხეილ დუნდუა.

 


როგორც დუნდუა აღნიშნავს, ინდექსი 2014 წლიდან იწარმოება. მისი მეთოდოლოგია გაუმჯობესებას განიცდის წლიდან წლამდე და ქვეყნებს უფრო და უფრო მკაცრი კრიტერიუმების დაკმაყოფილება უწევთ რეიტინგში კარგი პოზიციის დასაკავებლად. რეიტინგში საქართველოს მუდმივად მსოფლიოს მოწინავე და წარმატებულ ქვეყნებს შორის უკავია ადგილი.

 

„2014 წლამდე ეს ინდექსი არ იწარმოებოდა, თუმცა ქვეყანაში კორუფციის ფაქტების შესახებ და 2012 წლამდე არსებულ პერიოდზე, არსებობს სხვა რესპექტაბელური ინდექსები. მაგალითად, ვაშინგტონის ნომერ პირველი ანალიტიკური ცენტრის, „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის მთავრობის კეთილსინდისიერების ინდექსის მიხედვით“ 2004-2012 წლებში, საქართველოს ხელისუფლებას აქვს კორუმპირებული, არაკეთილსინდისიერი მმართველობის შეფასება, ოფიციალური სტატუსით „რეპრესიული“ . კონკრეტულად, 2012 წელს საქართველო რეიტინგში 69-ე ადგილზეა. 2023 წლის ინდექსის მიხედვით კი საქართველოს მთავრობა მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის სახელდება, უსწრებს ევროკავშირის და ნატო-ს წევრ 15 სახელმწიფოს და აქვს კეთილსინდისიერების დამადასტურებელი ოფიციალური შეფასება, სტატუსით „ზომიერად თავისუფალი“, – აცხადებს მიხეილ დუნდუა.

 

მისი თქმით, მსოფლიოს მასშტაბით კორუფციის შემფასებელ ინდექსებს, კვლევებს, გამოკითხვებს და ექსპერტიზას, ყოველწლიურად თავს უყრის და აჯამებს მსოფლიო ბანკი „გლობალური მმართველობის ინდიკატორების“ აგრეგატში სახელწოდებით – „კორუფციის კონტროლი“.

 

„აღსანიშნავია, რომ 2013 წლამდე ამ შემაჯამებელ რეიტინგში საქართველო „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით, მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის 62-ე ადგილზე იყო. შედარებისთვის, 2022 წელს მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის საქართველო მე-40 ადგილზე გავიდა და საუკეთესო ქვეყნების 25%-ში მოხვდა“, – აცხადებს მიხეილ დუნდუა.

 

მისი თქმით, ეს კვლევები ადასტურებს, რომ ათი წლის განმავლობაში ქვეყანამ უდიდეს პროგრესს მიაღწია და საქართველო დასახელებულია საუკეთესო ქვეყნებს შორის რეგიონსა და მსოფლიოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up