2022 წლის მარტიდან რუსეთის მოქალაქეები საკვებზე ეკონომიას აკეთებენ. კვლევა რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევითი ცენტრმა (ВЦИОМ) 18-19 ნოემბერს ჩაატარა და 18 წელზე უფროსი ასაკის 1600-მა რუსი გამოჰკითხა.
ВЦИОМ -ის მონაცემებით, რუსების 24%-მა 2022 წლის მარტიდან სასურსათო პროდუქტებზე ხარჯები შეამცირა. აქედან უმრავლესობა 18-დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდაა (26%), 22% კი 35-დან 44 წლამდეა.
გამოკითხულთა 51%-ი არ ეთანხმება იმას, რომ მარტიდან საკვებზე ეკონომიის გაწევა უწევთ. რუსების 11%-მა განაცხადა, რომ უფრო მეტად ეთანხმებიან იმას, რომ საკვებზე ეკონომიის გაკეთება უხდებათ.
ამას გარდა, ВЦИОМ-ის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის 32%-ი ეკონომიას აკეთებს კოსმეტიკასა და სილამაზის სალონებზე. აქედან 40% ქალია, ხოლო 24% - მამაკაცი. ყველა დანარჩენმა რესპონდენტმა უპასუხა, რომ ამ მიმართულებით დანახარჯები არ შეუმცირებიათ ან კითხვა მათთვის არარელევანტური იყო.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა