2022 წლის მე-4 კვარტალში საქართველოს რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი 0.2პპ-ით დაკორექტირდა ზრდის მიმართულებით და 9.7% შეადგინა, — ინფორმაციას galt&taggart აქვეყნებს.
საინვესტიციო ბანკის მიმოხილვის მიხედვით, წინასწარი წლიური მაჩვენებლი არ შეცვლილა და საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს 10.1%-ით გაიზარდა.
"ეკონომიკურ ზრდაში მაღალი დადებითი კონტრიბუცია შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი (+28.4%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (+49.9%), ელექტროენერგიის მიწოდება (+38.9%), მშენებლობა (+14.8%), ვაჭრობა (+6.1%), დამამუშავებელი მწერველობა (+7.8%), ხელოვნება, გართობა და დასვენება (+17.3%), სასტუმროები და რესტორნები (+16.7%) და სამთომოპოვებითი მრეწველობა (+22.8%). ზრდაში ყველაზე დიდი უარყოფითი კონტრიბუცია მოდიოდა უძრავი ქონების (-4.8%) და ჯანდაცვის (-5.7%) დარგებზე. ამასთან, 2022 წელს ნომინალური მშპ 19.6%-ით გაიზარდა და 71.8 მლრდ ლარი (24.6 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა. მშპ ერთ სულ მოსახლეზე 6,672 აშშ დოლარს გაუტოლდა 2022 წელს", -ნათქვამია მიმოხილვაში.