სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2022 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, მრეწველობის პროდუქციის ინდექსის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს.
ინდექსი ასახავს სამრეწველო სფეროში შექმნილი პროდუქციის მოცულობის ცვლილებას, რომელიც დარგების მიხედვით 2022 წლის IV კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემდეგნაირად შეიცვალა:
სამთომოპოვებითი მრეწველობა — 170.7 გახდა, 2021 წლის IV კვარტალში 136.2 იყო;
დამამუშავებელი მრეწველობა — 101.5 გახდა, 2021 წლის IV კვარტალში 96.7 იყო;
ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება — 207.5 გახდა, 2021 წლის IV კვარტალში 191.7 იყო;
წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები — 223 გახდა, 2021 წლის IV კვარტალში 221.1 იყო.
აღსანიშნავია, რომ მრეწველობის პროდუქციის ინდექსის გაანგარიშება ხორციელდება მრეწველობაში შექმნილი პროდუქციის მთლიანი გამოშვების დეფლირების გზით. პროდუქციის მთლიანი გამოშვება საბაზისო ფასებში=ბრუნვა+კაპიტალიზებული საქონელი და მომსახურება‐დანახარჯები გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებზე+სუბსიდიები პროდუქტებზე +/‐დაუმთავრებელი წარმოების მოცულობის ცვლილება+/‐მზა პროდუქციის მარაგების ცვლილება+/‐გადასაყიდად განკუთვნილი საქონლის მარაგების ცვლილება. ვაჭრობაში, საშუამავლო საქმიანობაში, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდებაში, ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში (მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში) პოდუქციის გამოშვება არის საწარმოს მიერ რეალიზებული საქონლისა (მომსახურების) და მისი ნასყიდობის (შეძენის) ღირებულებებს შორის სხვაობა. დეფლირების შედეგად თითოეული პერიოდის მთლიანი გამოშვება გამოისახება საბაზისო წლის ფასებში.