2022 წლის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები რიცხვებში

2022 წლის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები რიცხვებში

access_time2023-01-03 10:00:21

2022 წელს საქართველოს ეკონომიკაში  შიდა ფაქტორებზე მეტად, გამოკვეთილი ძირითადი ტენდენციები, უფრო მეტად, რუსეთ-უკრაინის ომითაა გამოწვეული. საქართველოში რუსი მიგრანტების რეკორდულმა შემოსვლამ, არაერთ ეკონომიკურ პარამეტრზე მოახდინა გავლენა.


„კომერსანტი“ გთავაზობთ 2022 წლის მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენებს:


ორნიშნა ეკონომიკური ზრდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 10%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ნოემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა (მშპ) 9.3%-ით გაიზარდა. პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა 15% იყო, მეორეში - 7.2%, მესამეში კი - 9.8%.


ორნიშნა ინფლაცია

გასულ წელს საქართველოში უმთავრესი ეკონომიკური გამოწვევა ინფლაცია იყო. ინფლაციის დონის ზრდა ქვეყანაში საქონლისა და მომსახურების გაძვირებას და ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას გულისხმობს.

ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 10.4% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს.


რეკორდულად მაღალი რეფინანსირების განაკვეთი

ინფლაციის მოსათოკად და ფასების ზრდის შესამცირებლად ეროვნული ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს. 2022 წლის ბოლო, 21 დეკემბრის სხდომაზე, სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა.



რუსი მიგრანტების/ტურისტების სტატისტიკა

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის მესამე კვარტალში, ივლისი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 443 600 ადამიანი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 27.7%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა სომხეთი 15.3%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - თურქეთი 13.7%-იანი წილით.

შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, მარტი-ნოემბრის პერიოდში, საქართველოს საზღვარი 1 274 006-მა რუსმა გადმოკვეთა, რაც წლიურად 404%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.


უძრავი ქონების ფასების ზრდა

2022 წელს, ტურისტების შემოდინების ზრდის ხარჯზე, საქართველოში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბინის ქირაობა და ყიდვა, რამაც შესაბამისად გაზარდა ფასები.

„თიბისის კაპიტალის“ კვლევის მიხედვით, ოქტომბერში საცხოვრებელი ბინების საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად 28%-ით, ხოლო თვის ჭრილში 7.2%-ით იყო გაზრდილი და ერთი კვადრატული მეტრის ფასი საშუალოდ $1.037-ს გახდა. გასაქირავებელ უძრავ ქონებაზე ფასი წლიურად 120%-ით, თვის ჭრილში კი 25%-ით იყო გაზრდილი. ოქტომბერში თბილისში ერთ კვადრატულ მეტრზე ქირის საშუალო ფასმა $11.2 შეადგინა.


ფულადი გზავნილების რეკორდი


2022 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში ჯამურად 3.8 მლრდ დოლარი შემოვიდა, რაც გასული წლის 12 თვეში მიღებულ თანხას ($2.3 მლრდ) დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარით აღემატება. ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ $521.2 მლნ (1421.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 151.4%-ით ($313.8 მლნ) მეტია 2021 წლის ნოემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


გამყარებული ლარი

გასულ წლის ბოლო თვეებში ლარის კურსის სიმყარის მთავარი მიზეზი ფულადი გზავნილების ზრდა და მკაცრი მონეტარული პოლიტიკა იყო. წლის პირველ ორი თვე ლარი დოლართან მიმართებით 3-იან ნიშნულს ინარჩუნება. 2022 წლის 1-ელ იანვარს 1 დოლარი 3.08 ლარი იყო თუმცა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ეროვნულმა ვალუტამ ყოველგვარი რეკორდი მოხსნა და 10 მარტს 1 დოლარი 3.40 ლარი გახდა. რუსი მიგრანტების შემოდინების ზრდის და ფულადი გზავნილების რეკორდული მატების შემდეგ, ლარის კურსმა გამყარება დაიწყო და წელი 2.70-იანი ნიშნულით დაასრულა.

„თიბისი კაპიტალის“ პროგნოზით, 2023 წლის განმავლობაში ლარის კურსი დოლართან მიმართებით გაუფასურდება და 2.85-ის ფარგლებში იქნება, 2024 წელს კი 2.75 ლარი.


საგარეო ვაჭრობა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $17.018 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 32.2%-ით მეტია. აქედან ექსპორტი $5.037 მილიარდს შეადგენს (31.8%-იანი ზრდა), ხოლო იმპორტი $11.981 მილიარდია (32.4%-ით მეტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით).

იანვარიდან ნოემბრამდე რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 49.2%-ით გაიზარდა და $2 205 778 600 შეადგინა. ამ მონაცემების საფუძველზე, თურქეთის შემდეგ, მოსკოვი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის პოზიციას იკავებს.



თეგები:
ეკონომიკა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up