2022 წლის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგი

2022 წლის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგი

access_time2022-12-28 16:20:56

მილიარდერები დიდ როლს თამაშობენ გლობალური ეკონომიკის, პოლიტიკისა და ფილანტროპიის ჩამოყალიბებაში. Forbes-ის მიხედვით მსოფლიოში 2022 წელს 2668 მილიარდერია.


მათ შორის ყველაზე მდიდარია (LVMH) თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ბერნარ არნო, რომელიც 2022 წელს მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა.

73 წლის ბერნარ არნოს ქონება $172.9 მილიარდია.


მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მეორეა Tesla-სა და Space Exploration Technologies-ის მფლობელი 51 წლის ილონ მასკი, რომლის ქონებაც $168,5 მილიარდია.


Adan Group-ის დამფუძნებელმა გაუტამ ადანიმ 2022 წლის მარტში მუკეშ ამბანის გადაუსწრო, რომელიც აზიის უმდიდრესი ადამიანია. Adan Group-ის გარდა ის ძირითად წილებს ექვს საკვანძო ინდურ კომპანიაში ფლობს. მისი ქონება $125 მილიარდია.



მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეოთზეა 67 წლის ბილ გეითსი, რომლიც მსოფლიოში უმსხვილესი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია, Microsoft-ს ფლობს. მისი ქონება $115 მილიარდია.




მილიარდერთა რეიტინგში მეხუთეა 58 წლის ჯეფ ბეზოსი, რომელიც კომპანია Amazon-ს ფლობს და 2022 წლის მონაცემებით, მისი ქონება $114 მილიარდია.



მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მეექვსეა 92 წლის უორენ ბაფეტი, რომლის ქონებაც 108 მილიარდს შეადგენს. ბაფეტი არის ცნობილი მეტსახელით „ომაჰას ორაკული“. ის უდიდესი ქველმოქმედია და 2006 წელს თავისი ქონების 85% ბილ და მელინდა გეიტსების ფონდს გადასცა.



მსოფლიო მილიარდერების სიაში მეშვიდეა 78 წლის ლარი ელისონი. მისი გამდიდრება კომპანია “Oracle“-ს უკავშირდება. 2012 წელს ელისონმა ჰავაის ერთ-ერთი კუნძული ლანაი შეიძინა 300 მლნ დოლარად, სადაც მდიდრული საცხოვრებელი და გასართობი სამყარო მოაწყო. ელისონს აქვს მსოფლიოში სიდიდით მე-4 იახტა, რომელიც 200 მლნ დოლარი ღირს. 2022 წლის მონაცემებით, მისი ქონება $93,7 მილიარდია.



აზიის უმდიდრესი ადამიანი, 65 წლის მუკეშ ამბანი 2022 წელს მილიარდერთა რეიტინგში მერვეა. 2005 წელს მამისგან გადამამუშავებელი და პეტროქიმიური ბიზნეს იმპერიის მემკვიდრეობის მიღების შემდეგ, ამბანი ცდილობდა ენერგეტიკული გიგანტი ექცია საცალო ვაჭრობის, ტექნოლოგიისა და ელექტრონული კომერციის ლიდერად. მისი სატელეკომუნიკაციო განყოფილება ინდოეთის ბაზარზე დომინანტი ოპერატორია. მისი ქონება $89,6 მილიარდია.




მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მე-9 პოზციაზეა 66 წლის სტივ ბალმერი. ბალმერი ფლობს Microsoft-ის დაახლოებით 4%-ს, რაც მას პროგრამული გიგანტის უმსხვილეს ინდივიდუალურ აქციონერად აქცევს. 2014 წელს, Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ბალმერმა 2 მილიარდ დოლარად შეიძინა Los Angeles Clippers-ის საკალათბურთო გუნდი. მისი ქონება $89,3 მილიარდია.




მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მე-10 პოზიციაზეა 49 წლის ლარი პეიჯი. რომელიც Google-ს ერთ-ერთი დამფუძნებელია. მისი ქონება 86,9 მილარდია.



წყარო: https://europetime.eu/





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up