2022 წლის მთავარი ამბები მეცნიერებაში

2022 წლის მთავარი ამბები მეცნიერებაში

access_time2023-01-03 21:00:07

2022 წელი მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში მართლაც დატვირთული წელი იყო. უკრაინაში მიმდინარე ომს, რა თქმა უნდა, გავლენა ამ სფეროებზეც აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევები კაცობრიობას მაინც გვქონდა. გასაოცარი ფოტოები კოსმოსიდან, ბირთვული სინთეზი, ღორის გულის ტრანსპლანტაცია, ინფექციური დაავადებები და ა. შ. შევეცადეთ, მნიშვნელოვანთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რამდენიმე სამეცნიერო მიღწევა და აღმოჩენა გამოგვერჩია, რომელთა შესახებ მოკლედ გიამბობთ.


ბირთვული სინთეზი

აშშ-ის ლოურენს-ლივერმორის ეროვნული ლაბორატორიის მეცნიერებმა დეკემბერში გვამცნეს, რომ პირველად წარმოქმნეს სინთეზის რეაქცია, რომლის დროსაც უფრო მეტი ენერგია გამოიყო, ვიდრე მის დასაწყებად დაიხარჯა. ამის მიღწევას მეცნიერები უკვე ათწლეულებია ამაოდ ცდილობდნენ და შესაბამისად, ეს გახლავთ ნამდვილი გარღვევა — ენერგიას მივიღებთ იმავე პროცესისგან, რომელიც მზეში მიმდინარეობს. რაც მთავარია, ენერგიის მიღების ეს გზა აბსოლუტურად სუფთაა და არ გამოიყოფა ნახშირბადი.

სინთეზის პროცესში, მსუბუქი ელემენტის, მაგალითად, წყალბადის ორ ატომბირთვს კოლოსალური სიჩქარით შეჯახებას და ერთმანეთთან შერწყმას აიძულებენ. მიღებული მასა უზარმაზარი ოდენობის ენერგიად გარდაიქმნება, აინშტაინის ფორმულა E = mc2-ის მიხედვით. გახლეჩისგან განსხვავებით, რომელშიც ატომები იხლიჩება, სინთეზი მოითხოვს მცირე ოდენობით ჩვეულებრივ საწვავს — ერთი წყლის ჭიქის ოდენობის წყალბადისგან შესაძლებელია წარმოიქმნას იმდენი ენერგია, რომელიც ერთ ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში ეყოფა. თანაც, ამ დროს არ წარმოიქმნება რადიოაქტიური ნარჩენები, რის გამოც, ამ რეაქციას „მომავლის ბირთვული ენერგიის წმინდა გრაალს“ უწოდებენ.


ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი

ამბავი, რომელსაც მეცნიერება ათწლეულები ელოდებოდა — ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა მუშაობა წარმატებით დაიწყო. 2021 წლის დეკემბერში გაშვებულმა ტელესკოპმა 2022 წლის ივლისში პირველად გადაიღო კოსმოსის წარმოუდგენლად გასაოცარი ხედები. მას შემდეგ, ვები ძალებს იკრებს და იმაზე უკეთესად მუშაობს, ვიდრე მის შემქმნელებს წარმოედგინათ. ამყარებს რეკორდებს, რომლებსაც ერთ თვეში თავადვე ხსნის. მისი მთავარი მიზანი დიდი აფეთქების შემდეგი პერიოდის შესწავლაა, სამყაროს ყველაზე შორეული მისადგომებისა და გალაქტიკების გადაღება, რათა საბოლოოდ გავცეთ პასუხი კითხვებს სამყაროს წარმოშობის შესახებ.


მიღწევები ტრანსპლანტაციაში

იელის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი ჟურნალ Nature-ში იუწყებოდა, რომ გააცოცხლეს გულის, ღვიძლის, თირკმლისა და თავის ტვინის უჯრედები ღორებში, რომლებიც ლაბორატორიაში ერთი საათით ადრე მოკვდნენ. ამისათვის გამოიყენეს მოწყობილობა, რომელიც ძალიან ჰგავს გულ-ფილტვის აპარატს და ღორის სხეულებში ტუმბავს სპეციალურად დამზადებულ ხსნარს, სახელად OrganEx. ღორების გულებმა მუშაობა დაიწყეს და ხსნარი მათ ვენებში გადატუმბეს.

თავად ღორები არ გაცოცხლებულან, მაგრამ მათმა ორგანოებმა ფუნქციონირება კვლავ დაიწყეს. მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ მათი მიღწევა დიდ დახმარებას გაგვიწევს ადამიანის ორგანოების გადანერგვის მიმართულებით, რადგან შესაძლებელი იქნება გამოსადეგი ორგანოების მიღება ადამიანთა სიკვდილიდან საკმაო ხნის შემდეგაც. ტექნოლოგია შეიძლება გამოსადეგი იყოს გულის შეტევებისა და ინსულტის ზიანის შესამცირებლადაც.


გრიპის უნივერსალური ვაქცინა

გრიპის წინააღმდეგ ბრძოლა ყოველ წელს ახალი გამოწვევაა, რადგან გრიპის ვირუსები გამუდმებით განიცდის მუტაციას. ზოგ წელს ვაქცინები ეფექტიანია, ზოგჯერ კი არც ისე. პენსილვანიის უნივერსიტეტის ჯგუფმა შექმნა გრიპის ვაქცინა, რომელიც mRNA მოლეკულას (ინფორმაციული რნმ) ეფუძნება — იმავე ტექნოლოგიას, რომელიც Moderna-მ და Pfizer/BioNTech-მა გამოიყენეს COVID-19-ის ფართოდ აღიარებული ვაქცინების შესაქმნელად. თაგვებზე ჩატარებულ ტესტებში, ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ანტისხეულები წარმოქმნა A და B ტიპის გრიპის 20 ცნობილი შტამის წინააღმდეგ, რომელთა ეფექტიანობაც ოთხ თვეს გაგრძელდა. შედეგები იგივე აღმოჩნდა ქრცვინებში ჩატარებულ ტესტებშიც, რაც აძლიერებს იმედს, რომ ეს უნივერსალური ვაქცინა ადამიანებშიც ეფექტიანი იქნება.


დარტი


თუ ნანახი გაქვთ როგორებიც არის „არმაგედონი“, „დიდი დაცემა“ ან სხვა რომელიმე ისეთი ფილმი, რომელშიც ასტეროიდი დედამიწაზე სიცოცხლეს მოსპობით ემუქრება და ძალიან შეგეშინდათ, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ. წელს NASA-მ საკუთარი მისია ორმაგი ასტეროიდის გადამისამართების ტესტით (DART) დაამტკიცა, რომ აქვს უნარი, მიმართულება შეუცვალოს დედამიწისკენ მომავალ გიგანტურ ასტეროიდს. NASA-მ კოსმოსური აპარატი DART-ი 160 მეტრის სიგანის ასტეროიდ დიმორფოსისკენ გაუშვა და დიდი სისწრაფით შეაჯახა, რათა ენახა, იქნებოდა თუ არა დარტყმის ძალა მისთვის ტრაექტორიის შესაცვლელად.

დიმორფოსი სინამდვილეში დედამიწისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს; გარს უვლის დაახლოებით 390 მეტრის სიგანის ასტეროიდ დიდიმოსს. შეჯახებამდე, ერთი გარშემოვლისთვის მას 11 საათი და 55 წუთი სჭირდებოდა. მას შემდეგ, რაც 26 სექტემბერს DART-ი დიმორფოსს შეეჯახა, მისი ორბიტა 11 საათი და 23-წუთიანი გახდა, ანუ შემცირდა 32 წუთით, რაც მისი ორბიტის მნიშვნელოვან ცვლილებაზე მიუთითებს.

„ჩვენი მშობლიური პლანეტის დაცვა ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სხვა პლანეტა ჩვენ არ გვაქვს. მისიამ აჩვენა, რომ NASA ცდილობს მზად იყოს იმ შემთხვევისთვის, თუკი სამყარო რაიმე სახიფათოს გვესვრის“, — განაცხადა NASA-ს ხელმძღვანელმა ბილ ნელსონმა.


მალარიის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინა

მალარია დღეს 90 ქვეყანაშია გავრცელებული და ყოველწლიურად დაახლოებით 627 000 ადამიანს კლავს. ვაქცინას შეუძლია, სიკვდილიანობა შეამციროს ან სრულიად აღმოფხვრას, მაგრამ მალარიის ეფექტიანი ვაქცინის შექმნას მაგრამ მეცნიერები დიდხანს ცდილობდნენ. COVID-19-ის რამდენიმე ვაქცინაში გამოყენებული mRNA ტექნოლოგიით, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა წელს მალარიის ორი ექსპერიმენტული mRNA ვაქცინა შექმნეს; ცდებმა აჩვენა, რომ ისინი ძლიერ ეფექტიანია მალარიის ინფექციურობისა და გადადების შემცირების თვალსაზრისით.


მიღწევები კიბოს მკურნალობაში

მეცნიერები იუწყებიან, რომ მნიშვნელოვანი პროგრესია კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის რამდენიმე ფრონტზე. აშშ-ის კიბოს კვლევის ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფმა, კომპანია BenevolentAI-სთან ერთად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნა პრეპარატთა კომბინაცია, რომელიც ებრძვის ბავშვების თავის ტვინის განუკურნებელ კიბოს — diffuse intrinsic pontine glioma-ს. პრეპარატთა ამ კომბინაციამ თაგვებში გადარჩენის შანსი 14 პროცენტით გაზარდა და გაიტესტა ბავშვების მცირე ჯგუფშიც.

მნიშვნელოვანი მიღწევებია სხვა ტიპის კიბოების წინააღმდეგ ბრძოლაშიც.


არტემის 1

მრავალჯერ გადადების შემდეგ, NASA-მ გაუშვა მისია „არტემის 1“. კაფსულა „ორიონმა“ მთვარეს შემოუფრინა და გახდა ადამიანთა ფრენისთვის შექმნილი პირველი ხომალდი, რომელიც დედამიწიდან ყველაზე შორს გაფრინდა. დეკემბერში ხომალდი უსაფრთხოდ დაეშვა უკან, დედამიწაზე. თუმცა, ეს მხოლოდ სატესტო ფრენა იყო.

2024 წელს NASA გაუშვებს არტემის 2-ს, ამ პროექტის პირველ ეკიპაჟიან მისიას; გაშვებისას სააგენტო გამოიყენებს Space Launch System-ის რაკეტის კიდევ უფრო მძლავრ ვერსიას. ისიც ორბიტული მისია იქნება, დაახლოებით „აპოლო 8“-ის მსგავსი, რომელმაც მთვარეს წრე დაარტყა და დედამიწაზე დაბრუნდა. ასტრონავტები მთვარის ორბიტაზე ამჯერად უფრო მეტ დროს გაატარებენ და გატესტავენ თითქმის ყველაფერს.

2025 წლისთვის დაგეგმილია არტემის 3, რომელიც მთვარის ზედაპირზე ასტრონავტებს ჩაიყვანს; პირველად 1972 წლის შემდეგ, ადამიანები მთვარის ზედაპირზე ფეხს კვლავ დადგამენ.


ადამიანის უჯრედების შეყვანა ვირთხების თავის ტვინში

სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ლაბორატორიის ახლად დაბადებული ვირთხების თავის ტვინში ადამიანის ნერვული უჯრედები შეიყვანეს და დაადგინეს, რომ მათ კავშირი დაამყარეს ცხოველის თავის ტვინის უჯრედებთან და დაიწყეს მათი ქცევების ხელმძღვანელობა. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ამ გზით, გაცილებით მეტს გაიგებენ შიზოფრენიის, აუტისტური სპექტრის აშლილობის, ბიპოლარული აშლილობისა და სხვა ნეიროფსიქიატრიული დაავადებების შესახებ.


გარემო

კლიმატის ცვლილების ეფექტებს მსოფლიო წლიდან წლამდე უარესად გრძნობს ექსტრემალური ამინდის სახით. 2022 წელს დაფიქსირდა მრავალი სითბური ტალღა, ინდოეთიდან დაწყებული, ბრიტანეთით დამთავრებული, სადაც აღრიცხულთა შორის ყველაზე ცხელი დღე დაფიქსირდა. სასტიკად დაზარალდა ჩინეთი, სადაც ორთვიანი სითბური ტალღა ყველაზე ექსტრემალური იყო კაცობრიობის მიერ აღრიცხულ ისტორიაში. პაკისტანში მომხდარ გამანადგურებელ წყალდიდობებს გაერო-მ კლიმატური კატასტროფა უწოდა. არქტიკასა და ანტარქტიდაში მაღალი ტემპერატურა რეკორდულ ნიშნულებამდე ამცირებს ზღვის ყინულის დონეს.


ნაწილაკების ფიზიკა

თუ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის, წარმოიდგინეთ, რომ ფიზიკოსთა ჯგუფმა მთელი წელი იმის გარკვევაში გაატარა, საჭიროებს თუ არა რეალობის ამჟამინდელი მოდელი ცვლილებას. როგორც მათ გვამცნეს, ფუნდამენტური ნაწილაკის, W ბოზონის მასა ძლიერ განსხვავდება ნაწილაკთა ფიზიკის სტანდარტული მოდელის მიერ პროგნოზირებულისგან. ასეთი შედეგი მნიშვნელოვან თავსატეხად იქცა და ამოხსნას საჭიროებს, თუკი სამყაროს საშენი მასალის სიღრმისეულად გაგება გვსურს.


1tv.ge 


თეგები:
მეცნიერება



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up