2022 წლის ოქტომბერში საარსებო მინიმუმი 6 ლარით გაიზარდა და 253.9 ლარი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ოქტომბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი, წინა თვის მონაცემთან შედარებით 6 ლარით გაიზარდა და 253.9 ლარი გახდა.
გასული წლის ოქტომბერში ოქტომბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 29,7 ლარით ნაკლები - 224.2 ლარი იყო.
„საქსტატის“ მონაცემებით, ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც გაიზარდა და 219.1 ლარის ნაცვლად 224.9 ლარი გახდა. რაც შეეხება 2021 წლის ანალოგიურ პერიოდს, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი მაშინ 198.5 ლარს შეადგენდა.