2022 წლის პირველ ნახევარში თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა გაორმაგდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებელი 95%-ით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Colliers Insider Georgia აქვეყნებს.
მათივე ინფორმაციით, მედიუმ სეგმენტში ზრდის დაახლოებით 24%-იანი მაჩვენებელი შესაძლოა უკავშირდებოდეს წლის პირველ ნახევარში დეველოპერული პროექტების ჩაბარებას ან დასრულებას. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა 9%-ით შემცირდა.
„თბილისში ახალაშენებულ მედიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 2022 წლის ივნისში გაორმაგდა, პრემიუმ სეგმენტში კი მაჩვენებელი 82%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა 9%-ით შემცირდა“, — აღნიშნულია უძრავი ქონების ბაზრის შეჯამებაში.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ივნისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,660 ერთეული შეადგინა და წინა წლის ივნისთან შედარებით 8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 24%-ით, 193 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.