Android Authority პორტალის რედაქტორებმა წლის საუკეთესო სმარტფონების ხუთეული შეადგინეს.
პირველი ადგილი Pixel 7 Pro-ს ერგო, რომელსაც მიმოხილვის ავტორებმა Google-ის საუკეთესო სმარტფონი უწოდეს. ის კონკურენტებისგან დიზაინით, ძლიერი Tensor G2 ჩიპით და უმაღლესი დონის პროგრამული უზრუნველყოფით გამოირჩევა. Pixel 7 Pro-მ მომხმარებელთა არჩევანის კატეგორიაშიც გაიმარჯვა.
რეიტინგში მეორე ადგილი Google Pixel 7-ის ახალმა ვერსიამ დაიკავა, რომელიც Pro-სგან პატარა დისპლეით და უფრო გამარტივებული კამერებით განსხვავდება.
მესამე ადგილზე Samsung Galaxy S22 Ultra S-ი გავიდა. აღნიშნულია, რომ სმარტფონს შესანიშნავი კამერა აქვს.
მეოთხე და მეხუთე ადგილები, Samsung Galaxy S22 Plus-მა და Oppo Find X5 Pro-მ გაინაწილეს.
ამავდროულად, Google-ი პირველი დასაკეცი სმარტფონის Pixel Fold-ის გამოსაშვებად ემზადება. მისი პრეზენტაცია 2023 წლის გაზაფხულზე გაიმართება და 1799 დოლარი ეღირება.