ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციით, საქართველოს 2022 სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა სულ 20 528 238.9 ათასი ლარი შეადგინა. მათ შორის: სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები მიღებული იქნა 16 449 682.7 ათასი ლარის მოცულობით, არაფინანსური აქტივების კლებით მიღებულმა შემოსულობებმა შეადგინა 202 833.5 ათასი ლარი, ფინანსური აქტივების კლებით მიღებული იქნა 144 228.9 ათასი ლარი, ხოლო ვალდებულებების ზრდით 3 731 493.8 ათასი ლარი.
2022 წელს მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა (16 449 682.7 ათასი ლარი) შეადგინა წლიური საპროგნოზო მოცულობის (16 357 411.0 ათასი ლარი) 100.6% შეადგინა. მათ შორის:
გადასახადების წლიურმა საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 14 964 700.0 ათასი ლარი, ფაქტობრივად მიღებული იქნა 14 976 686.1 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 100.1%. მათ შორის:
„გადასახადები შემოსავალზე, მოგებაზე და კაპიტალის ღირებულების ნაზრდზე“ საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 6 565 000.0 ათასი ლარი, მიღებულმა შემოსავალმა - 6 574 528.8 ათასი ლარი, რაც გეგმის 100.1%–ია. მათ შორის:
„საშემოსავლო გადასახადის“ წლიურმა საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 4 635 000.0 ათასი ლარი, ფაქტობრივად მიღებული იქნა 4 644 377.3 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 100.2%.
„მოგების გადასახადის“ სახით მიღებული შემოსავლების მოცულობამ (1 930 151.4 ათასი ლარი) შეადგინა წლიური საპროგნოზო მოცულობის (1 930 000.0 ათასი ლარი) 100%; გადასახადებმა ქონებაზე - 14.2 ათასი ლარი; „გადასახადები საქონელსა და მომსახურებაზე“ წლიურმა საპროგნოზო მოცულობამ - 8 014 700.0 ათასი ლარი, მიღებულმა შემოსავალმა - 8 047 051.3 ათასი ლარი, რაც გეგმის 100.4%–ია; მათ შორის:
„დამატებული ღირებულების გადასახადის“ წლიურმა საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 5 969 700.0 ათასი ლარი, ფაქტობრივად მიღებული იქნა 6 036 823.5 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 101.1%;
„აქციზის“ სახით მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 2 010 227.8 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მოცულობის (2 045 000.0 ათასი ლარი) 98.3%–ია;
„გადასახადები საგარეო ვაჭრობასა და საგარეო ეკონომიკურ ოპერაციებზე“ (იმპორტის გადასახადი) წლიურმა საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 125 000.0 ათასი ლარი, მიღებულმა შემოსავალმა - 125 992.0 ათასი ლარი, რაც გეგმის 100.8%–ია.
„სხვა გადასახადების“ სახით მიღებულმა შემოსავლებმა 2022 წელს 229 099.9 ათასი ლარი შეადგინა.