„სექტემბრიდან საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა სრულად ამუშავდება“

„სექტემბრიდან საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა სრულად ამუშავდება“

access_time2022-06-29 15:30:00

„საქართველოს ენერგეტიკული სისტემა აქტიური განვითარების ფაზაშია, რეფორმები ძირითადად განპირობებულია ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებით და ქვეყნის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით. ეს გულისხმობს საქართველოს ენერგეტიკის სისტემის ისეთ განვითარებას, რომელიც კიდევ უფრო დააახლოვებს ევროპულ პრინციპებთან“, - განაცხადა დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განახლებადი ენერგიის დარგში ინვესტიციების თემისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ასოცირების შეთანხმების თანახმად, ქართული კანონმდებლობა შესაბამისობაში იქნება ევროდირექტივებთან, რაც განსაზღვრავს უფრო ლიბერალურ და ტრანსპარანტულ საბაზრო ურთიერთობებს ენერგეტიკულ სექტორში.


მთავრობის წარმომადგენელთა გარდა კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის კერძო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. დისკუსიის ძირითადი თემა განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესების საკითხები იყო. ლევან დავითაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო განახლებადი ენერგიების დარგის განვითარების და ზოგადად, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით არსებული მთავარი პრიორიტეტების და კონკრეტული პროექტები. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ისწრაფვის, გახდეს დასავლური დემოკრატიული სამყაროს ნაწილი, ევროკავშირისა და ნატოს წევრი. ამ მიზნის მისაღწევად კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა სწორედ ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.


„ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება ხდება განახლებადი, ხარისხიანი ენერგიის სხვადასხვა წყაროს განვითარებით, ისე, რომ ქვეყანაში განვითარებადი ენერგიის საიმედო და უწყვეტი მიწოდება ხდებოდეს ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ფასად. 2022 წლის სექტემბრიდან სრულად ამუშავდება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა (სენბი), რომლის მიზანსაც წარმოადგენს ელექტროენერგიის ბაზრის ეფექტიანი ოპერირებით გამჭვირვალე და კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა, ასევე სწორი საფასო სიგნალების მიწოდება ბაზრის არსებული და პოტენციური მონაწილეებისთვის. სამართლიან საბაზრო პრინციპებზე აწყობილი ფასის არსებობა აუცილებლად შექმნის საფუძველს ახალი პროექტების განსახორციელებლად და კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ენერგოუსაფრთხოების მაღალ მაჩვენებელთან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.



ენერგეტიკის სფეროს ყველა რგოლის თანაბრად განვითარება, - ეს არის ამოცანა, რომელიც, მინისტრის განცხადებით, საბოლოო ჯამში ქვეყანაში განახლებადი ენერგიის გენერაციის პროექტების განვითარებას და ენერგოუსაფრთხოების და დამოუკიდებლობის გაუმჯობესებას მოიტანს, ეკონომიკას კი უფრო კონკურენტუნარიანს გახდის, რადგან ეკონომიკის ყველა დარგი პირდაპირ კავშირშია ეფექტიან ენერგოსისტემასთან.


ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული პროექტი, რაზეც მიმდინარეობს მუშაობა, მინისტრის თქმით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტია, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას - მან ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. ლევან დავითაშვილმა პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კონფერენციის მონაწილეებს. მინისტრის განცხადებით, მიმდინარეობს პროექტის დეტალური შესწავლა-პროექტირება მსოფლიო ბანკთან ერთად, რაც მისი პროგნოზით, ერთი წლის განმავლობაში დასრულდება.


„პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1200 კილომეტრამდე, ალბათ ყველაზე გრძელი ელექტროკაბელი, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს, პირდაპირ კავშირში იყოს ევროკავშირის ბაზართან. ეს, რა თქმა უნდა, ახალ შესაძლებლობებს აჩენს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის და გაზრდის ქართული ენერგეტიკული სისტემის შესაძლებლობებს, კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ინვესტორებისთვის, რადგან თავისუფალ რეჟიმში შეგვეძლება ოპტიმალურად, საათობრივ რეჟიმში გვქონდეს ევროკავშირთან ვაჭრობის საშუალება - განახლებად ენერგიაზე ყველაზე მაღალი მოთხოვნის ბაზართან. შესაბამისად, ჩვენთვის ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია, მაგრამ ასევე პრიორიტეტული პროექტია ევროკავშირისთვის და ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობისთვის. შესაბამისად, ის ერთ-ერთ ფლაგმანურ პროექტადაა მიჩნეული და მთლიანად მხარდაჭერილია ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up