საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს 9.0%-ით, ხოლო 2023-2027 წლებში საშუალო ზრდის ტემპი 5.0%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას Galt&Taggart აქვეყნებს.
როგორც ორგანიზაციის ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული, სავალუტო ფონდის პროგნოზით, გლობალური ეკონომიკა 3.2%-ით გაიზრდება 2022 წელს და 2.7%-ით 2023 წელს, რაც ყველაზე სუსტი ზრდა არის 2001 წლის შემდეგ, გარდა გლობალური ფინანსური და კოვიდ პანდემიის კრიზისული პერიოდებისა.
„სუსტი ზრდის ტემპი ძირითადად უკავშირდება ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელ მნიშვნელოვან შენელებას აშშ-ში, ევროკავშირსა და ჩინეთში. ამასთან, სავალუტო ფონდის პროგნოზით, მსოფლიო ინფლაცია 8.8%-ს მიაღწევს 2022 წელს (4.4% იყო 2021 წელს), რომელიც მოსალოდნელია შემცირდე 6.5%-მდე 2023 წელს და 4.1%-მდე 2024 წელს. სავალუტო ფონდი ასევე აღნიშნავს, რომ გაზრდილი ინფლაციის ფონზე დაჩქარებულია განვითარებული ქვეყნების ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ვალი ტვირთის ზრდა განვითარებად ქვეყნებში. გლობალური ტრენდის საპირისპიროდ, საქართველო ერთერთი ლიდერია რეგიონში ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლებით“, — ნათქვამია მიმოხილვაში.