2023 რობოტიზაციისა და ავტომატიზაციის წელი იქნება - „კაიას“ დირექტორი ილია ბაჩანაძე

2023 რობოტიზაციისა და ავტომატიზაციის წელი იქნება - „კაიას“ დირექტორი ილია ბაჩანაძე

access_time2023-01-14 11:00:59

კომპანია „კაიას“ საინჟინრო სისტემების პროექტირებასა და მონტაჟში 11-წლიანი გამოცდილება აქვს. 2016 წლიდან კომპანიამ საქმიანობის არეალი გაზარდა და თუნუქის მაღალტექნოლოგიური საწარმო ააშენა, სადაც სამშენებლო პროდუქცია - ხარაჩოები, სასაწყობე და საპალეტე თაროები, „ლოქერები“, ფერადი საკაბელო არხები, სავენტილაციო სფეროსთვის საჭირო პროდუქტები - AHU, სახანძრო დამპერები, გამწოვი ქოლგები, ცხაურები მზადდება.



როგორც „კაიას“ დირექტორმა ილია ბაჩანაძემ „კომერსანტთან“ საუბარში განაცხადა, 2023 წელი კომპანიისთვის რობოტიზაციისა და ავტომატიზაციის წელი იქნება, რაც მათ შესაძლებლობას მისცემთ, რომ პროდუქციის ფართო სპექტრი ააწარმოონ და მომხმარებელს ხელმისაწვდომი პროდუქცია შესთავაზონ.

 


ილია ბაჩანაძის თქმით, რეალიზაციის დაწყებამდე, საწარმოში შექმნილი ყველა პროდუქტი ტესტირებას და პასპორტიზაციას გადის. ამას გარდა, „კაიას“ პროდუქცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს. მაგალითად, „კაია“ მიერ ქართული სამშენებლო სფეროსთვის შექმნილი უსაფრთხო და პრაქტიკული ხარაჩოები საქართველოს მთავრობის 477-ე დადგენილების მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს.

 



„კაიას“ დირექტორის თქმით, საწარმო, თავისი პროფილიდან გამომდინარე, პანდემიის პერიოდშიც სრული დატვირთვით მუშაობდა და არ გაჩერებულა, რადგანაც სამშენებლო სფეროსთვის საჭირო პროდუქციას აწარმოებენ, მომხმარებლის მოთხოვნილებიდან გამომდინარე ახალ პროდუქციას ამატებენ და საქართველოში ყველაზე დიდი თერმული სამღებრო შექმნეს, რომლის გაფართოებას მომავალ წელსაც გეგმავენ.



„კომპანია „კაია“ მუდმივად იკვლევს ბაზარს და სწორედ მომხმარებლის საჭიროებებიდან გამომდინარე ამატებს ახალ პროდუქციას. წელს რამდენიმე ახალი პროდუქტი დაგვემატა. მაღალი მოთხოვნა იყო დიდი დატვირთვის მქონე სასაწყობე თაროებზე (ე.წ. სტელაჟებზე), ამიტომაც ბევრი საწყობი თუ არქივი ჩვენი ფერადი პროდუქციით გავალამაზეთ. მომხმარებელს სურს, რომ ყოველი ახალი დეტალი, რომელსაც ინტერიერში შეიტანს, მისი ინტერიერის დიზაინს ერგებოდეს. შესაბამისად, სხვადასხვა პროდუქტზე ფერთა დიდ არჩევანს ვთავაზობთ. სწორედ ამისთვის შევქმენით საქართველოში ყველაზე დიდი თერმული სამღებრო, რომლის გაფართოებას მომავალ წელსაც ვგეგმავთ.

 


ყოველწლიურად იზრდება მოთხოვნა თუნუქის სხვადასხვა დანიშნულების კარადებზე - რეკ და ელექტრო კარადებზე, სასკოლო და სავარჯიშო დარბაზების „ლოქერებზე“ და სხვა. ზომისა და ფერების მრავალფეროვნება და მოქნილობა ჩვენი კლიენტებისთვის ძალიან დიდ კომფორტს ქმნის. სამომავლოდაც მუდმივად შევეცდებით მათი სურვილები და საჭიროებები შევისწავლოთ, გავზარდოთ პროდუქციის ასორტიმენტი და, რაც მთავარია, შევინარჩუნოთმომსახურებისა და კლიენტთა მხარდაჭერის მაღალი სტანდარტი.

 


ჩვენ ფოკუსირებული ვართ, მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხი და მომსახურება შევთავაზოთ. 2023 რობოტიზაციისა და ავტომატიზაციის წელი იქნება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ პროდუქციის ფართო სპექტრი ვაწარმოოთ და მომხმარებელს ხელმისაწვდომი პროდუქცია შევთავაზოთ“, - განაცხადა „კომერსანტთან საუბრისას „კაიას“ დირექტორმა ილია ბაჩანაძემ.

 



თეგები:
კაია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up