პორტალ Global Firepower-ის მიერ მომზადებული ქვეყნების სამხედრო ძლიერების 2023 წლის რეიტინგის მიხედვით, საქართველო 1.7181 ქულით 85-ე ადგილზეა. საქართველოს -ე მეზობელი ქვეყნებიდან თურქეთი მე-11 ადგილს იკავებს, ირანი მე-17-ს. აზერბაიჯანი 57 ადგილზეა, სომხეთი 94-ე ადგილზე, უკრაინა მე-15-ზე, ოკუპანტი რუსეთი კი მე-2 ზე.
პლანეტის უძლიერესი არმიების ათეულში, Global Firepower-ის მიხედვით, შედიან: აშშ, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა, პაკისტანი, იაპონია, საფრანგეთი და იტალია.
რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებულია 60-ზე მეტ ინდივიდუალური ფაქტორი, რათა განისაზღვროს ქვეყნის PowerIndex-ი, დაწყებული სამხედრო ნაწილების რაოდენობით და ფინანსური მდგომარეობიდან დამთავრებული ლოგისტიკური შესაძლებლობებით და გეოგრაფიით.