2023 წელი ეკონომიკურად რთული იქნება - IMF-ის დირექტორი

2023 წელი ეკონომიკურად რთული იქნება - IMF-ის დირექტორი

access_time2023-03-27 14:30:57

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა, რომ გლობალური ზრდა 2023 წელს 3%-მდე შენელდება პანდემიის, უკრაინაში ომისა და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გამო. 

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს და ვაფასებთ მათ პოტენციურ გავლენას გლობალურ ეკონომიკურ პერსპექტივაზე და გლობალურ ფინანსურ სტაბილურობაზე“, - თქვა კრისტალინა გეორგიევამ და დასძინა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი დიდ ყურადღებას აქცევს ყველაზე დაუცველ ქვეყნებს და განსაკუთრებით დაბალ შემოსავლიან და მაღალი დავალიანების მქონეებს.


მისი გამოსვლის წინა დღეს, აშშ-ს ფედერალურმა რეზერვმა საბაზისო განაკვეთი კიდევ ერთი მეოთხედი პუნქტით გაზარდა 4,75-5%-მდე, რაც აბსოლუტური რეკორდია, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი ნულიდან მეოთხედ პროცენტამდე მერყეობდა. შესაბამისად, მცირდება აშშ-ს სახელმწიფო ობლიგაციების სარგებელი, რომელთა მფლობელებს ათობით ტრილიონი დოლარი აქვთ. საკრედიტო ინსტიტუტების გაკოტრების შემდეგ, რომელთაგან პირველი Silicon Valley Bank იყო, დაიწყო ჭორების გავრცელება, რომ ჩინეთი აქტიურად იშორებდა აშშ-ს ფასიან ქაღალდებს.



„ეს მართალია, მაგრამ ამ გაყიდვების მასშტაბები ძალიან გადაჭარბებულია. მათ ბალანსზე ტრილიონ დოლარზე მეტი აშშ-ს ფასიანი ქაღალდი ჰქონდათ, რომელთაც ჩინეთი თვეში 30 მილიარდ დოლარად ყიდდა, მაგრამ წელს, როგორც ჩანს, ჩინეთმა შეწყვიტა მათი გაყიდვა“,   ამბობს YouTube არხის Money Does Sleep ავტორი და წამყვანი, კერძო ინვესტორი ვასილი ოლეინიკი.



„მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა და საუდის არაბეთმა შეამცირეს ხაზინის შესყიდვები და დაიწყეს მათი გაყიდვაც კი, ბოლო დროს ხაზინაზე ფასები იზრდება. მოთხოვნაა სხვა ინვესტორების მხრიდანაც, კერძოდ, ევროპული, იაპონური, ამერიკული ბანკებიდან და ჰეჯ-ფონდებიდან. ეს ყველაფერი განპირობებულია დასავლეთში საბანკო კრიზისის შედეგად Fed-ის პოლიტიკის ცვლილებითა და იმით, რომ ბაზარი წლის მეორე ნახევარში მონეტარული პოლიტიკის შერბილებას ელოდება. ბანკებმა შეამცირეს დასავლეთის ეკონომიკის რეალური სექტორის დაკრედიტება და, რა თქმა უნდა, რეცესიის ფონზე, ინვესტიციების კლასიკური ინსტრუმენტი სწორედ ამერიკული ხაზინაა. ამიტომ, ისეთი მსხვილი მოთამაშეებიც კი, როგორიცაა ჩინეთი და საუდის არაბეთი, არ ცვლიან ზოგად განწყობას სახაზინო ბაზარზე“,  ამბობს სერგეი სუვეროვი,
კომპანია Arikapital Management Company-ის საინვესტიციო სტრატეგი.


აშშ-ს საბანკო დეპოზიტებზე დაფიქსირდა ყველაზე დიდი ვარდნა თითქმის ბოლო ერთი წლის განმავლობაში. 15 მარტის მონაცემებით, ისინი $98 მილიარდზე მეტით შემცირდა. 

თეგები:
IMF



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up