2023 წელს 2640 მილიარდერიდან დაახლოებით ნახევარი გაღარიბდა - Forbes

2023 წელს 2640 მილიარდერიდან დაახლოებით ნახევარი გაღარიბდა - Forbes

access_time2023-04-13 14:00:28

2023 წელს, 2022 წელთან შედარებით 2640 მილიარდერიდან დაახლოებით ნახევარი გაღარიბდა,  მაგრამ ზოგიერთის მდგომარეობა კიდევ უფრო უარესია: Forbes-ის რეიტინგიდან 254 ადამიანი საერთოდ ამოვარდა. ამის შესახებ Forbes-ი წერს.


მათ შორის, ვინც 2023 წლის მილიარდერთა სიაში ადგილი დაკარგა, რამდენიმე ცნობილი სახეა, მათ შორის - კანიე ვესტი, სემ ბენკმენ-ფრიდი, პოპულარული ბრენდების უკან მდგარი მაგნატები -  ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია Patagonia-ს დამაარსებელი ივონ ჩუენარდი, მეორადი მანქანების დილერი კომპანია Carvana-ს შემქმნელი - ერნესტ გარსია III და ტანსაცმლისა და აქსესუარების ქსელ Nordstrom-ის პენსიაზე გასული ხელმძღვანელი ბრიუს ნორდსტრომი. გარდა ამისა, 2022 წლის რეიტინგში მყოფი 33 მილიარდერი გარდაიცვალა.


Forbes-ი წერს, რომ IT მაგნატებს უმძიმესი პერიოდი ჰქონდათ, რადგან ამ კატეგორიაში, გასული წლის განმავლობაში, 52 მილიარდერის ქონება 1 მილიარდ დოლარზე დაბლა დაეცა.



ფინანსებიდან და ინვესტიციების სფეროდან სტატუსი 44 მილიარდერმა დაკარგა, მათ შორის - სარისკო კაპიტალისტი და ადრეული კრიპტო-ინვესტორი ტიმ დრაპერი და Capital One-ის აღმასრულებელი დირექტორი რიჩარდ ფერბანკი. გარდა ამისა, სია 35 ინდუსტრიულმა მეწარმემაც დატოვა. მათ შორის ანტუან რაბიმ და რონენ ჰარარიმ Spin Master Corporation-დან.


ყველაზე მეტმა - 80-მა ჩინელმა მილიარდერმა დაკარგა წელს მილიარდერის სტატუსი. მეორე ადგილზეა - შეერთებული შტატები, რომელიც ჩვეულებრივ ლიდერობს მილიარდერების რაოდენობით. შეერთებული შტატებიდან სია 47-მა მილიარდერმა დატოვა, ინდოეთიდან - 23-მა, ხოლო სამხრეთ კორეიდან - 15-მა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up