უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი იქნება ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც 2023 წელს ავიაბილეთების ფასი მთელ მსოფლიოში გაიზრდება. ტარიფების ზრდა გამოწვეულია მარშრუტების ცვლილებით, რომელიც რუსეთის საჰაერო სივრცის გამოყენების თავიდან აცილების მიზნით ხდება.
როგორც American Express Global Business Travel-ის მონაცემებზე დაყრდნობით Bloomberg-ი წერს, ევროპა-აზიის მარშრუტებზე ბილეთები 12%-ით გაძვირდება, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკა-აზიის ფრენებზე - 10%-ით.
„შემოვლითმა გზამ შეიძლება გაზარდოს ფრენის ხანგრძლივობა სამ საათამდე, რაც გამოიწვევს საწვავის მოხმარებისა და ხარჯების ზრდასაც“, - ნათქვამია ანგარიშში.