2023 წელს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბიუჯეტი დაახლოებით 23%-ით იზრდება

2023 წელს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბიუჯეტი დაახლოებით 23%-ით იზრდება

access_time2022-10-07 15:20:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად, დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, კერძო ინვესტიციების მხარდაჭერით, აქტიურად მუშაობს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.


2023 წლის ბიუჯეტში, 18 მილიონის ფინანსური რესურსის ინვესტირება მოხდება ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რაც ითვალისწინებს სალაშქრო ბილიკების ქსელისა და თანმდევი რეკრეაციულ-ტურისტული ზონების საპროექტო, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას და სამშენებლო სამუშაოებს. 2023 წელს, ასევე, განხორციელდება სხვადასხვა პროექტი, ეკოტურისტული ცნობიერების ამაღლების კუთხით.


„დაცული ტერიტორიების სააგენტო, მუშაობას აგრძელებს ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით და მომდევნო წელს არაერთ პროექტს განვახორციელებთ, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი ეკონომიკური სარგებლის გაჩენას. ეკოტურისტული სამუშაოები განხორციელდება უკვე ყველასათვის ცნობილ და პოპულარულ დაცულ ტერიტორიებზე, ლაგოდეხისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიების, ბორჯომ-ხარაგაულისა და მტირალას ეროვნული პარკების ადმინისტრაციებში. ასევე, ისეთ ტერიტორიებზე, რომლებიც ჯერ-ჯერობით უცნობია, მაგრამ დიდი პოტენციალი გააჩნიათ, მათ შორის, ერუშეთის ეროვნულ პარკში; გათვალისწინებულია ბაწარა-ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალის ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა და მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე შემოვლითი ბილიკის მოწყობის სამუშაოები“- აღნიშნა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბესიკ კუსიდმა.



ეკოტურიზმის განვითარება, რეგიონებში და მუნიციპალიტეტებში, ნიშნავს ვიზიტორების რაოდენობის ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნას და განვითარებას, მუნიციპალიტეტებში მაცხოვრებლების დაბრუნებას. 2017 წელს, გერმანელი კონსულტანტების მონაწილეობით განხორციელდა კვლევა - დაცული ტერიტორიების ეკონომიკური ეფექტის შეფასების მიზნით, რომლის მიხედვით, მხოლოდ 5 დაცული ტერიტორიის ეფექტი საქართველოს ეკონომიკაში 87 მილიონ ლარამდეა, ესენია ლაგოდეხის, მარტვილის, სათაფლიას, პრომეთეს, ყაზბეგის დაცული ტერიტორიები.


აღსანიშნავია, რომ 2022 წელს არაერთი ახალი ეკოტურისტული სივრცე გაიხსნა და განახლდა. მათ შორის, გაიხსნა: წალკის კანიონი, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი, ნავენახევის მღვიმე; მოეწყო: ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, არწივის ხეობაში ახალი ეკოტურისტული ბილიკი, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, ნინოსხევის ჩანჩქერის ახალი ბილიკი, მაჭახელას ეროვნულ პარკში ახალი საგამოფენო სივრცე, მტირალას ეროვნულ პარკში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა და სხვა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up