ევროკავშირის ეკონომიკა რთულ ფაზაში შევიდა - ასეთია 2022 წლის ევროკავშირისა და ევროზონის ეკონომიკური პროგნოზი, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა.
„ევროპის ეკონომიკა გარდამტეხ ფაზაშია. წარმატებული წლის პირველი ნახევრის შემდეგ, ევროპულმა ეკონომიკამ მესამე კვარტალში ზრდის ტემპი დაკარგა და ფაქტების ანალიზი იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ ეს ტენდენცია ზამთარშიც გაგრძელდება.“ ამის შესახებ ევროკომიის წევრმა პაოლო ჯენტილონიმ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა
„2023 წელს ევროპის ეკონომიკის ზრდა 0.3%-თაა მოსალოდნელი. 2024 წლიდან ეტაპობრივი 1.6%-მდე გაიზრდება. მეორეც, ინფლაცია მოსალოდნელზე სწრაფ ზრდას განაგრძობს. ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე ინფლაციის პიკს მივაღწევთ“, განაცხადა ევროკომისარმა.
მისი თქმით, ევროკავშირში მთლიანმა ინფლაციამ 9,3%-ს უნდა მიაღწიოს, ხოლო ევროზონაში 8,5%-ს. მომავალ წელს ის ოდნავ შენელდება და 7% იქნება ევროკავშირში და 6.1% - ევროზონაში. ინფლაცია უფრო შესამჩნევად 2024 წელს დაეცემა. ალბათ 3.0%-მდე ევროკავშირში და 2.6%-მდე ევროზონაში, განაცხადა ევროკომისარმა.