2023 წელს გადამუშავებული ტვირთების 30-35%-ით ზრდას ვგეგმავთ — „კარგო პარსელი“

2023 წელს გადამუშავებული ტვირთების 30-35%-ით ზრდას ვგეგმავთ — „კარგო პარსელი“

access_time2022-12-22 11:00:31

2023 წელს გადამუშავებული ტვირთების 30-35%-ით ზრდას ვგეგმავთ, — ამის შესახებ „კომერსანტთან“ შპს „კარგო პარსელის“ ბათუმის ტერმინალის დირექტორმა ირაკლი ღოღობერიძემ, მომავალი წლის გეგმებზე საუბრისას აღნიშნა.


მისი თქმით, წლევანდელი წელი გამორჩეულად დატვირთული იყო, თუმცა დარწმუნებულია, რომ გაზრდილი ტვირთბრუნვა მომავალშიც შენარჩუნდება.


„2022 მნიშვნელოვანი წელი იყო, რადგან დაახლოებით 500 000 ტონამდე ტვირთი გადაამუშავა ჩვენმა ტერმინალმა. განვიხილავთ რამდენიმე მსხვილ პროექტს ცენტრალური აზიიდან, მაგალითად მეტალის, ნახშირის და სხვადასხვა ტვირთებზე არის მოთხოვნა გაზრდილი და ამ მიმართულებით გააქტიურებას ვაპირებთ. იმედი გვაქვს, რომ მომდევნო წელს მივაღწევთ უფრო მაღალ ნიშნულს და დაახლოებით 30-35%-ით გავზრდით მაჩვენებლებს. ვემზადებით და შესაბამის ინფრასტრუქტურასაც ვავითარებთ, იმისათვის, რომ 2023 წელს 800 000 ტონამდე გავზარდოთ გადამუშავებული ტვირთის რაოდენობა. 



ჩვენი მოლოდინია, რომ გაზრდილი ტვირთბრუნვა აუცილებლად შენარჩუნდება. ვფიქრობთ, რომ ეს დინამიკა მზარდი იქნება და მომავალშიც შევინარჩუნებთ არსებულ ნაკადებს, მითუმეტეს რომ ფორმალური მხარეები უფრო გამარტივდა. საქართველოს დღეს მიეცა შანსი, რომ გაათმაგოს ტვირთბრუნვა და ამისთვის საჭიროა ქვეყანაც მზად დახვდეს ამ ვითარებას, შესაბამისად მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილებები. შექმნილმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ ტვირთების გადმომისამართება საქართველოს გავლით მოახდინა, თუმცა ეს არ დაიკარგება. რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან ვისთანაც დღეს ვაწარმოებთ მოლაპარაკებას და ხელშეკრულების გაფორმებას ვიწყებთ, პირობებში ჩადებული გვაქვს ვალდებულება, რომელიც გულისხმობს მრავალწლიან პარტნიორობას და თუ ტვირთების ის მინიმუმი რაც განსაზღვრულია ხელშეკრულებით არ შემოვა, მოხდება თანხობრივი ჯარიმა/ანაზღაურება. ხელშეკრულებებში ამ ტიპის ჩანაწერზე თანხმობა კი უკვე ნიშნავს, რომ კომპანიები გეგმავენ მრავალწლიან თანამშრომლობას, შესაძლოა არა იმ რაოდენობით როგორც ახლაა, თუმცა მაინც შენარჩუნდება. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ საქართველოს სატრანსპორტო არხს ისინი არ დაკარგავენ“,  აღნიშნა ირაკლი ღოღობერიძემ.


2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ჯამური ტვირთბრუნვა, 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 5%-ითაა გაზრდილი. აღნიშნულ პერიოდში საავტომობილო გზით სულ 13.5 მილიონი ტონა ტვირთი, რკინიგზით კი 6.8 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა. 2022 წლის II კვარტალში სატრანზიტო გადაზიდვები 29%-ით გაიზარდა. ზრდა, უმეტესწილად, თურქეთზე, რუსეთზე, უზბეკეთსა და ყაზახეთზე მოდის. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს შუა დერეფანში სატვირთო ბრუნვა 30 პროცენტით გაიზარდა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up