2023 წელს გაგრძელდება ქსელის გაუმჯობესებაზე მუშაობა და რაც უკვე დავაანონსეთ იქნება ბრენდის ცვლილება - სოფო ბალავაძე

2023 წელს გაგრძელდება ქსელის გაუმჯობესებაზე მუშაობა და რაც უკვე დავაანონსეთ იქნება ბრენდის ცვლილება - სოფო ბალავაძე

access_time2023-01-04 12:00:09

2023 წელს „ბილაინში“ რებრენდინგი იგეგმება, ამის შესახებ განცხადება რადიო „კომერსანტის“ ეთერში „ვიონი საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობების ხელმძღვანელმა სოფო ბალავაძემ დაანონსა.


სოფო ბალავაძე კომპანიისთვის 2022 წელს წარმატებულს უწოდებს და მნიშვნელოვან მოვლენებს შორის გამოყოფს იმ ფაქტს, რომ 2022 წელს „ბილაინის“ ბრენდის სახელით ცნობილი მობილური კავშირის კომპანიის 100%- იანი წილის მფლობელი, სრულად ქართული ბიზნესჯგუფი გახდა.


„მიმდინარე წელი საბოლოო ჯამში კომპანიისთვის ძალიან წარმატებული და ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კომპანიაში შეიცვალა მფლობელი. ძალიან ბევრი გეგმა გაქვს, რისთვისაც აქტიურად ვემზადებოდით 2022 წელს, რათა 2023 წელს სიახლეებით წარმოვადგინოთ“, - განაცხადა ბალავაძემ.


მისივე თქმით, კომპანია აქტიურად გააგრძელებს ციფრულ პროდუქტებზე მუშაობას და ამ მიმართულებით განვითარებას.


„2023 წელს ვაგრძელებთ ციფრულ პროდუქტებზე მუშაობას, რადგანაც მიგვაჩნია, რომ ჩვენ უფრო ციფრული კომპანია ვართ, ვიდრე ტელეკომუნიკაციების კომპანია. 2023 წელს გაგრძელდება ასევე ქსელის გაუმჯობესებაზე მუშაობა და რაც უკვე დავაანონსეთ იქნება ბრენდის ცვლილება.



კონკურენციის ყოველთვის ძალიან აქტუალური იყო ამ სექტორში. საქართველო დიდი ბაზარი არ არის და წარმოდგენილია სამი კომპანიით, რაც უწყობს ხელს ბაზრის სიჯანსაღეს. მნიშვნელოვანი აქცენტი გაქვს ინტერნეტის მოხმარებაზე და ჩვენი კომპანია გამოირჩევა ბაზარზე იმით, რომ საკუთარი მომხმარებლის მიერ ინტერნეტის გამოყენების მხრივ წამყვანი ვართ ინტერნეტის მომხმარებლის და ასევე 4G-ს მომხმარებლებს რაოდენობით“, - განაცხადა ბალავაძემ.




შეგახსენებთ, რომ 2022 წელ კომპანია „სიბიეს ჯგუფმა“ „ვიონი საქართველოს“ მფლობელ საერთაშორისო კომპანია VEON-თან, რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა.



კომპანიის სათაო ოფისი ნიდერლანდებში- ამსტერდამში მდებარეობს და მისი აქციები NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე არის განთავსებული. გარიგების შედეგად, „ბილაინის“ ბრენდის სახელით ცნობილი მობილური კავშირის კომპანიის 100%- იანი წილის მფლობელი, სრულად ქართული ბიზნესჯგუფი გახდა.



კერძოდ, საქართველოში რეგისტრირებული მსხვილი ბიზნეს ჰოლდინგის - „სიბიეს ჯგუფის“ დამფუძნებელ ხვიჩა მაქაცარიასა და „ვიონი ჯეორჯია ჰოლდინგს B.V“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „ვოთერთრაილ ინდასტრისსა“ და „ინვესტიკო ალიანსეს“ 100-100%-იანი წილები, ქართველი ბიზნესმენის მფლობელობაში გადავიდა.



აღსანიშნავია ისიც, რომ „ბილაინის“ მეშვეობით (მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“) პირველი მობილური ზარი 2007 წლის 15 მარტს განხორციელდა. მას შემდეგ კომპანია დინამიურად ვითარდება და სადღეისოდ მის 1.4 მილიონ მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G 800/1800 MHz უსადენო მომსახურებით.



„ვიონი საქართველო“ სრულად ქართული კომპანიაა, მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილებითა და გლობალური ტელეკომ ინდუსტრიის საუკეთესო სტანდარტებზე დაფუძნებული ბიზნეს პროცესებით.



„ბილაინი“ მის მომხმარებელს სთავაზობს მაღალტექნოლოგიურ, თანამედროვე პროდუქტებსა და მომსახურებას, რომლებიც აერთიანებენ აბონენტისთვის აუცილებელ და სასურველ ყველა გადაყწვეტას, იქნება ეს ყოველდღიური კავშირისა და ცხოვრებისეული საჭიროებების მოგვარება, თუ საგანმანათლებლო, გართობისა და ჰობის რეალიზაციის შესაძლებლობა. ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ციფრული ეკოსისტემის მქონე კომპანია, „ვიონი საქართველო“ ქართულ ბაზარზე პირველი ციფრული მობილური ოპერატორია.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up