2023 წელს ლითიუმის საშუალო ფასი დაახლოებით 8%-ით შემცირდება, ვიდრე გასულ წელს. ამის შესახებ Bloomberg-ის ხუთი ანალიტიკოსი პროგნოზირებს.
ნოემბერში ფასის 20%-იანი რეკორდული დაცემის შემდეგ, ლითიუმის კარბონატის ფასი ჩინეთში, იანვრის შუა რიცხვებში, ტონაზე 480,5 ათასი იუანი იყო (71,5 ათასი დოლარი) რაც, 2022 წლის აგვისტოს შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
საკონსულტაციო ფირმა Global Lithium-ის დამფუძნებელმა ჯო ლოურიმ განაცხადა, რომ 2023 წელს ფასების მცირე ვარდნას ისევ ელოდებიან.
ბოლო ორი წლის განმავლობაში, ელექტრომობილების გაყიდვების ბუმმა, მთელს მსოფლიოში ლითიუმის მოთხოვნა გააორმაგა. მიწოდების ნაკლებობის გამო ფასების ზრდამ ლითიუმის მთლიანი მოთხოვნის ღირებულება გასულ წელს 35 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. 2020 წელს საერთო ღირებულება 3 მლრდ დოლარი იყო.
ამასთან, წელს ლითიუმის მარაგების უპრეცედენტო ზრდაა მოსალოდნელი. სხვადასხვა პროგნოზების მიხედვით, ის შეიძლება 22%-დან 42%-მდე გაიზარდოს. ეს თავბრუდამხვევი ტემპია ნებისმიერი ინდუსტრიისთვის, წერს Bloomberg-ი.