საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ხელმძღვანელმა კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა, რომ გლობალური ეკონომიკის მესამედი 2023 წელს რეცესიაში იქნება.
BBC-სთან ინტერვიუში კრისტალინა გეორგიევამ აღნიშნა, რომ 2023 წელი უფრო რთული იქნება, რადგან აშშ-ის, ევროკავშირის და ჩინეთის ეკონომიკური ზრდა ნელდება.
მისი პროგნოზით, ევროპისთვის რეცესია გარდაუვალია, აშშ კი მის ზღვარზეა. მოსალოდნელი რეცესიის მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომი, მზარდი ფასები, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და ჩინეთში COVID-19-ის გავრცელებაა, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გლობალურ ეკონომიკაზე.