2023 წელს საერთაშორისო ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 2019 წლის 80-95%-ს მიაღწევს.
ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) პროგნოზირებს, რომ ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი რამდენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის აზიაში მოგზაურობის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, ეკონომიკური აქტივობის შენელებასა და უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე.
გასულ წელს 900 მილიონზე მეტმა ტურისტმა იმოგზაურა მსოფლიოს მასშტაბით, რაც პანდემიამდე მაჩვენებლის 63%-ს შეადგენს. ყველაზე მაღალი აღდგენის მაჩვენებელი ახლო აღმოსავლეთს ჰქონდა, ევროპაში აღდგენის მაჩვენებელი კი 80%-ს შეადგენდა. UNWTO-ს პროგნოზით, ევროპაში მოგზაურობაზე მოთხოვნა წელსაც მზარდი იქნება, მათ შორის აშშ-დან.
ცნობისთვის, 2022 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ 4 703 945 ვიზიტი განხორციელდა, რაც 39%-ით ნაკლებია პანდემიამდე პერიოდთან შედარებით. წლიური ზრდა კი 173%-ს აღემატება.
UNWTO.org